png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი

  • მსოფლიო
  • 22.06.2026
  • 22:10
იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იტალიას არც კი უფიქრია აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა, მაშინ როდესაც აშშ ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში იცავდა.

„[აშშ-ის მიერ] ნატო-ში ტრილიონობით დოლარის დახარჯვის შემდეგ იტალიასა და მის პრემიერ-მინისტრს არც კი უფიქრიათ ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მათი ძალიან სერიოზული ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს, ისინი არ აღმოჩნდნენ მზად ჩვენი და დანარჩენი მსოფლიოს დასაცავად. ეს კარგი არ არის!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ,  დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მელონი საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე მასთან ერთობლივი ფოტოს გადაღებას სთხოვდა.

„ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ერთად ფოტო გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. ამის გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ შემეცოდა“, - განაცხადა ტრამპმა.

საპასუხოდ, მელონიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ტრამპის ბრალდებები უარყო და აღშფოთება გამოთქვა როგორც მისი კომენტარების, ისე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოკავშირეების მიმართ გამოხატული დამოკიდებულების გამო.

"დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, აღშფოთებული ვარ. არ მესმის, რატომ იქცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე თავისი მოკავშირეების მიმართ? მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: სამწუხაროა, რომ ამავე სიმტკიცესა და შეუპოვრობას ის არ ავლენს დასავლეთის მტრების, შეერთებული შტატების მტრებისა და იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც გაცილებით დამთმობი და შემწყნარებელია, თუმცა ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“, – განაცხადა მელონმა.

სკანდალის ფონზე, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ გააუქმა უახლოეს დღეებში დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge