png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს

  • პოლიტიკა
  • 02.07.2026
  • 16:08
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის ანგარიში წარადგინეს.

ანგარიში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) გლობალური ოპერაციების განყოფილების დირექტორმა, მაარიტ კოჰონენ შერიფმა წარადგინა.

როგორც შერიფმა განაცხადა, საქართველოში 2025 წელს ისეთი კანონმდებლობის მიღება გაგრძელდა, რომელიც "სამოქალაქო სივრცეს ზღუდავს და მშვიდობიანი შეკრების უფლებას ძირს უთხრის".

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს საქართველოში საკანონმდებლო და პოლიტიკური მოვლენების განვითარებას, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 2025 წელს ისეთი კანონმდებლობის მიღება გაგრძელდა, რომელიც სამოქალაქო სივრცეს ზღუდავს და მშვიდობიანი შეკრების უფლებას ძირს უთხრის. ოფისი კვლავ შეშფოთებულია საპროტესტო აქციების კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ცნობების გამო, რაც მოიცავს თვითნებურ დაკავებებს, არასათანადო მოპყრობას და დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

ოფისი აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას, მათ შორის მიმდინარე წლის მაისში ხუთი მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველის დაკავებას 2024 წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით. OHCHR-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა მსგავს ბრალდებასთან დაკავშირებით სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს“, - აღნიშნა მაარიტ კოჰონენ შერიფმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge