png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა

  • ბიზნესი
  • 02.07.2026
  • 18:47
როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა

მასშტაბურმა ტექნოლოგიურმა კონფერენციამ, Change Inspire-მა, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ბიზნესლიდერები და ნოვატორები წელსაც გააერთიანა. „თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ქვეყანაში, ღონისძიების პარტნიორი იყო, „ცვლილებების კატალიზატორის“ სტატუსით. კომპანიის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების შესახებ საკუთარი ხედვა და გამოცდილება გააზიარეს.

HT Solutions-ის ორგანიზებით გამართულმა Change Inspire 2026-მა, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, 1 000-ზე მეტ მონაწილეს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერსა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წევრებს უმასპინძლა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა NVIDIA, Google, Amazon და Microsoft. კონფერენციაზე „თეგეტადან“ ორი სპიკერი წარდგა: კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორი ბექა ციცქიშვილი და ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი ნიკა კოხოძე.

Change Inspire 2026-ის მთავარ სცენაზე საკუთარი ხედვა გააზიარა „თეგეტას“ ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელმა ნიკა კოხოძემ, რომელმაც ისაუბრა თემაზე - „რეაქტიულიდან პროგნოზირებად მიდგომამდე, ავტომობილის პერსონალიზებული მოვლის მომავალი“.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „ავტოსერვისი მხოლოდ პრობლემაზე რეაგირებით აღარ შემოიფარგლება. მონაცემები და AI გვაძლევს შესაძლებლობას, ავტომობილების ტექნიკური საჭიროებები მანამ დავინახოთ, სანამ ისინი პრობლემად იქცევა. სწორედ ასეთ მიდგომაზე შენდება უფრო ეფექტიანი მომსახურება და მომხმარებლის პერსონალიზებული გამოცდილება. ამ ხედვის პრაქტიკაში გადმოტანაზე „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს, რადგან გვჯერა, რომ ავტოსერვისის მომავალი სწორედ პროგნოზირებად და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებზეა აგებული. ამგვარი მიდგომა ამცირებს გაუთვალისწინებელი დაზიანებებისა და ხარჯების რისკს, აუმჯობესებს მომსახურების ხარისხსა და ავტომობილების მფლობელთა გამოცდილებას“.

ბექა ციცქიშვილმა კი Tech Stage-ზე აუდიტორიის წინაშე ისაუბრა თემაზე - „სერვისცენტრიდან ინტელექტუალურ ცენტრამდე: როგორ გარდაქმნის AI ავტომობილის ფლობის გამოცდილებას“. „თეგეტას“ ტექნოლოგიურმა დირექტორმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც მომსახურების პროცესების ავტომატიზაციაზე, ისე ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენებაზე მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გასააზრებლად და უფრო სწრაფი, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი: „ხელოვნური ინტელექტი ავტომობილების ინდუსტრიაში აღარ არის მომავლის კონცეფცია - ის უკვე ცვლის როგორც მომხმარებლის გამოცდილებას, ისე სერვისის მიწოდების მოდელს. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიები ყოველდღიურ მომსახურებაში ისე დავნერგოთ, რომ ავტომობილის ფლობა უფრო მარტივი, პროგნოზირებადი და კომფორტული გახდეს“.

„თეგეტასთვის“ მსგავსი საერთაშორისო ტექნოლოგიური პლატფორმების მხარდაჭერა გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. კომპანია უკვე წლებია, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით პროექტებს აქტიურად ახორციელებს: ავითარებს AI-სა და მონაცემებზე დაფუძნებულ სერვისებს, ციფრულ პროდუქტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რათა მომხმარებელს უფრო სწრაფი, ზუსტი და პერსონალიზებული მომსახურება შესთავაზოს.

სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი იყო Change Inspire 2026-ში მონაწილეობაც. კონფერენციაზე წარმოდგენილი ორი თემა ასახავს იმ მიმართულებებს, რომლებზეც „თეგეტა“ ამჟამად მუშაობს - AI-ს პრაქტიკული გამოყენება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და მომხმარებლის გამოცდილების უწყვეტი გაუმჯობესება. კომპანიისთვის მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს შესაძლებლობას, გააზიაროს საკუთარი ცოდნა, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკას და ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge