png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters

  • მსოფლიო
  • 03.07.2026
  • 16:23
საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters

ევროპაში რეკორდული სიცხები ისევ ფიქსირდება. საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

ბალკანეთში კი მასშტაბური ტყის ხანძრები მძვიმვარებს, რასაც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით შეფერხებები მოჰყვა. იუწყება Reuters.

საფრანგეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, დაღუპულთა უმეტესობა ხანდაზმული ადამიანები არიან.

მძიმე ვითარებაა ბალკანეთშიც. ხორვატიაში სინოპტიკოსებმა უმაღლესი, წითელი საფრთხის დონე გამოაცხადეს დედაქალაქ ზაგრებში, ასევე პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში - სპლიტსა და დუბროვნიკში.

ამავე დროს, ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძულ ვისზე ტყის მასშტაბურ ხანძარს ათობით მეხანძრე ებრძვის.

სერბეთში უახლოეს საათებში ტემპერატურა შესაძლოა 39 გრადუსამდე გაიზარდოს.

იტალიაში სიცხის გამო წითელი საფრთხის დონე ქვეყნის 22 ქალაქში მოქმედებს - ჩრდილოეთის ბოლცანოდან სიცილიის ქალაქ პალერმომდე.

Reuters-ის ინფორმაციით, სიცხის ტალღა, რომელიც ევროპაში 20 ივნისიდან გრძელდება, უკვე არაერთი რეკორდის მიზეზი გახდა ზაფხულის დასაწყისისთვის. მაღალი ტემპერატურის გამო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობა შეფერხდა, სატრანსპორტო ქსელი დაზიანდა და ჯანდაცვის სისტემებზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაოზარდა. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დასავლეთ ევროპაში ტემპერატურის ხანმოკლე შემცირების შემდეგ, მომდევნო კვირაში სიცხე კვლავ გაძლიერდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge