png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.08.2026
  • 12:00
ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების მიმდინარე დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ემი დიაზის დანიშვნის შემდეგ გამართულ პირველ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს. მისი შეფასებით, ბოლო თვეებში ურთიერთობების გაჯანსაღების მიმართულებით პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა, რასაც თან ახლავს ვაშინგტონის მხრიდან განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ქართულ მხარეს საკუთარი პოზიციების წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

„ბოლო თვეებში, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნიშნები არის ჩვენი ურთიერთობების გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ჩვენი პოზიცია, თუ რას მოველით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ჯანსაღი და სტრატეგიული პარტნიორობა იყოს შინაარსით დატვირთული და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას ამერიკულ მხარესთან.“

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ორივე მხარე თანხმდება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპი „სუფთა ფურცლიდან“ უნდა დაიწყოს.

„შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარე ვიზიარებთ  იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ასევე, მიგვაჩნია და ამასაც ვიზიარებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, რომ კონკრეტული შინაარსით უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დატვირთული, როგორ და რა იქნება ასე ვთქვათ შინაარსი, რა თქმა უნდა, ეს დიპლომატიური მუშაობის და პოლიტიკური დიალოგის საგანია ამერიკულ მხარესთან.“

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა, გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თბილისი ანალოგიურ მზაობას ამერიკული მხარისგანაც მოელის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge