png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

  • კულტურა
  • 05.08.2026
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

ვერბიეს მუსიკალური ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდო - Prix Yves Paternot - ქართველ სოპრანოს, ანა ონიანს გადაეცა. ეს ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა აკადემიის ყველაზე წარმატებულ და პერსპექტიულ ახალგაზრდა მუსიკოსს.

ანა ონიანმა ფესტივალზე ვერდის ოპერაში „ტრავიატა“ ვიოლეტას პარტია შეასრულა, რომელიც აკადემიის საოპერო სახელოსნომ (Atelier Lyrique) ფესტივალის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, ჯეიმს გაფიგანის დირიჟორობით წარადგინა.

პრიზი, რომელიც “ვერბიეს ფესტივალის მეგობრების” დამფუძNებლისა და ფესტივალის ფონდის საბჭოს ხანგრძლივი წევრის, ივ პატერნოს სახელს ატარებს, გამორჩეული საშემსრულებლო უნარებისა და პოტენციალის მქონე არტისტებს გადაეცემათ. ამავდროულად, პრიზი ასევე მოიცავს 10 000 შვეიცარულ ფრანკს, მოწვევას შემდეგი წლის ფესტივალზე გამოსასვლელად და 15,000 შვეიცარიულ ფრანკამდე დამატებით მხარდაჭერას არტისტული და პროფესიული განვითარებისთვის.

„აკადემია ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი გამოცდილება იყო. ასეთ არაჩვეულებრივ პედაგოგესა  და კოლეგებთან მუშაობა და ვერბიეში ამ როლის შესრულება ჩემი ოცნება გახლდათ. Prix Yves Paternot-ის მიღება წარმოუდგენელი პატივი და დიდი სტიმულია, როდესაც ჩემი კარიერის შემდეგ ეტაპს ვიწყებ“, - განაცხადა ონიანმა.

ანა ონიანმა 2024 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 2025 წელს იგი პარიზის ეროვნული ოპერის აკადემიას შეუერთდა.

ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება ვერბიეში, შვეიცარიაში. წელს ფესტივალი 16 ივლისს დაიწყო და 2 აგვისტომდე გაგრძელდა.

ტეგები:
  • ანა ონიანი
  • ვერბიეს ფესტივალი
  • ვერბიე
  • შვეიცარია
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge