png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი

  • კომენტარები
  • 18.08.2026
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი

ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია. არცერთი პრემიერის მმართველობის პერიოდში არ დაბრუნებულა საბჭოეთში საქართველო, - ამის შესხაენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ინაშვილი აღნიშნავს, კობახიძე ყველას ებრძვის, ვისშიც კი რაიმე პოტენციალს ხედავს და ვისაც კი თავისი ბოროტი გონებით კონკურენტად აღიქვამს.

"ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ ქსელებში, არც მედიაში არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია ვინმეს წინააღმდეგ ან ვინმეს დასაცავად. თუ რამის თქმა მინდა, საჯაროდ ვსაუბრობ ყველა თემაზე და ვსაუბრობ ჩემი სახელით. ეს კი, კამპანია არ არის, ეს ჩემი აზრის გამოხატვის უფლება და თავისუფლებაა!

მეორე- კობახიძეს ჩვენ კი არ დავუპირისპირდით, კობახიძე დაგვიპირისპირდა ჩვენ! და ეს დაიწყო 10 წლის წინ! ანუ 10 წელია გვებრძვის! წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა და უამრავ ტყუილს მივრცელებდა. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როცა ღარიბაშვილთან ვითომ მეგობრობდა. ცხადია, მეც ვპასუხობდი, ოღონდ- საჯაროდ და არა ზურგსუკან, როგორც თავად სჩვევია. კობახიძე (ზოგადად) ყველას ებრძვის, ვისშიც კი რაიმე პოტენციალს ხედავს და ვისაც კი თავისი ბოროტი გონებით კონკურენტად აღიქვამს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა: შენ ხარ მისი კონკურენტი,

თუ არა, მთავარია, მან აღგიქვათ კონკურენტად და მაშინ ცილისწამებას და ცრუ დაბეზღებას ვერ გაექცევით. ამგვარად, კობახიძეს მე ღარიბაშვილის დაჭერამდე ბევრად უფრო ადრე ვამხელდი და ახლაც ვამხელ! და კვლავ ვამბობ: ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია. არცერთი პრემიერის მმართველობის პერიოდში არ დაბრუნებულა საბჭოეთში საქართველო იმგვარად, რა ფორმებითაც ეს ბოლო 2 წლის მანძილზე მოხდა! ანუ ღარიბაშვილს არავითარი კავშირი არა აქვს ჩემი და კობახიძის დაპირისპირებასთან.

თუ კი ვინმემ ავნო ამ ქვეყანას, თუ კი ვინმემ ავნო "ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ეს სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეა და არა მე, ან დიტო ჩუბინიძე, ან ვინმე სხვა და ეს წესით, დღეს ყველას ესმის. ახლა, როგორც ყოველთვის, კობახიძე ისევ ცდილობს ისრების სხვებზე გადამისამართებას.

ახლა, როცა ყველაფერი გააფუჭა, ივანიშვილს უმტკიცებს: მე- არა, მე- არა, ღარიბაშვილმა, ინაშვილმა და სხვებმა გააფუჭესო. ისე, ინაშვილისნაირების ბრძოლის შედეგად, ბევრმა უბიოგრაფიომ და ბუჩქებში დამალულმა ჩაიგდო ხელში ხელისუფლება... ამ დღეებში კიდევ ბევრი რამ ითქმება და დაიწერება. მივყვეთ მოვლენებს", - წერს ინაშვილი.

ტეგები:
  • ირმა ინაშვილი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge