png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მჯერა, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ, არჩევნების დასრულებისთანავე -  დონალდ ტრამპი

  • მსოფლიო
  • 22.09.2026
  • 19:05
მჯერა, ირანთან შეთანხმებას მივაღწევთ, არჩევნების დასრულებისთანავე -  დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ირანის მიმართ მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა და განაცხადა, რომ თეირანის ბირთვული ამბიციებისა და ტერორიზმის დასასრულებლად გადამწყვეტი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

თავის გამოსვლაში ტრამპმა დეტალურად ისაუბრა აშშ-ის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებზე, რომელთა შედეგადაც, მისი თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა, საჰაერო და საზღვაო ძალები, ასევე სარაკეტო წარმოების უდიდესი ნაწილი განადგურდა. პრეზიდენტის განცხადებით, სანქციებისა და სამხედრო დარტყმების ფონზე, ირანის ეკონომიკა კოლაფსშია, ხოლო ინფლაციამ 300%-ს გადააჭარბა.

„დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები. დაიდება ირანთან შეთანხმება, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, აღადგინონ და შექმნან ბევრად უკეთესი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე ყოფილა? შესაძლოა, ერთ-ერთი უდიდესი ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოშიც კი. თუ სრულიად გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა და ეს გავაკეთო სწრაფად, რათა არასდროს მიეცეთ ადამიანებისა და ქვეყნების ხელახლა დახოცვისა და განადგურების შანსი? გავაგზავნო ისინი ჯოჯოხეთში, გადარჩენის შანსისა და მომავალი დიდებულების თუ თაობების იმედის გარეშე? თუმცა მჯერა, რომ შეთანხმებას მივაღწევთ არჩევნების დასრულებისთანავე, რადგან მათთვის უბრალოდ აზრს მოკლებულია ამის არგაკეთება. ისინი ელოდებიან, როგორ დავასრულებ შუალედურ არჩევნებს. რაც მათ ვერ გაუგიათ, არის ის, რომ მე არ ვმონაწილეობ არჩევნებში. ეს უკვე გავაკეთე და გავიმარჯვე დიდი უპირატესობით და აქ ვიქნები კიდევ ორ-ნახევარი წელი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უარყო ცნობები ამერიკული შეიარაღების მარაგების შემცირების შესახებ და აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში 18 ახალი სამხედრო საწარმო შენდება, რაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს საბრძოლო მასალების უპრეცედენტო რაოდენობით მომარაგებას უზრუნველყოფს.

გამოსვლის დასასრულს, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში მიღწეულ პროგრესს და შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ სწორედ მისი ადმინისტრაციის ძალისხმევით დასრულდა ომი ღაზას სექტორში და ყველა მძევალი დაბრუნდა სახლში.

ტეგები:
  • დონალდ ტრამპი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge