png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პაატა ბურჭულაძე ციხიდან ოპოზიციას მიმართავს

  • კომენტარები
  • 26.09.2026
  • 05:40
პაატა ბურჭულაძე ციხიდან ოპოზიციას მიმართავს

პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს ავრცელებს - პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანი წერს, რომ 4 ოქტომბერს  ოცნების „გადარჩევნები“ ჩაატარეს, არჩევნების ჩატარება კი პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.

პატიმარი გარკვეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მიმართავს, რომლებიც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს:

"ვუსურვებ დაუსრულებელი ლაპარაკის გარდა, უკეთესი გეგმა შემოგვთავაზონ" - წერს მომღერალი.

„4 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება, რაც  პირველად საქართველოს ისტორიაში მოქალაქეებმა ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელსაც არა მარტო ყველა ქალაქიდან და რაიონული ცენტრიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდანაც ესწრებოდნენ წარმამდგენლები. ასევე, კრებაზე სპეციალურად იყვნენ ჩამოსული დელეგატები აფხაზეთიდან (გალის რაიონი), სამაჩაბლოდან და ემიგრაციიდან.

ერთ-ერთ პროცესზე ჩემმა ადვოკატმა ილიას სიტყვები მოიყვანა არგუმენტად ღვინის დაწურვაზე. ახალდაწურული ღვინო თავიდან დუღს და ყველაფერი ერთმანეთში ირევა, სიტკბო, სიმწარე და ნალექიც. მერე დრო გადის, ღვინო იწმინდება და თავის ნამდვილ ფერს იძენს. სწორედ ამ გზას გადის საქართველოს ეროვნული კრება და რაც დრო გადის, უფრო ფასდება მისი მნიშვნელობა. ბევრ არაკეთილმოსურნეს, ამა თუ იმ მიზეზების გამო, უნდოდა და ახლაც უნდა მისი დაკნინება, მაგრამ არ გამოუვიდა; კრება შედგა! მან ერთხმად მიიღო დეკლარაცია და ეს ფაქტია. მართალია, ოცნება ჯიუტად არ იმჩნევს დეკლარაციას, რომელსაც ერთხმად ასობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი და აგრძელებს ბოროტად „მთავრობანას“ თამაშს, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ის უკვე დიდხანს ვერ გასტანს.

ვღებულობ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ, რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები“; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.

ჩემო თანამებრძოლებო!

• ჩვენ ეს შევძელით: ოცნების „არჩევნების“ დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ!
• თვითმარქვიების  დრო სამუდამოდ უნდა მორჩეს საქართველოში. სანამ ერთად ვართ ჩვენ, ვერც შიდა და ვერც გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს!
• გამარჯვება გარდაუვალია!
• გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოს, ბრძოლა ბოლომდე!“

ტეგები:
  • პაატა ბურჭულაძე
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge