png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

  • ბიზნესი
  • 05.11.2026
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

ავტომობილების გაქირავების კომპანია Europcar Georgia-მ საერთაშორისო ჯილდო, World Luxury Travel Awards უკვე მეოთხედ მოიპოვა, ნომინაციაში „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“. Europcar Georgia-სთვის ეს შედეგი უფრო მეტია, ვიდრე მორიგი წარმატება - ის ადასტურებს, რომ ბრენდი მომსახურების მაღალ დონეს სტაბილურად ინარჩუნებს და მომხმარებლები კომპანიას ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ენდობიან.

ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს საოპერაციო დირექტორი: „ეს არის აღიარება საერთაშორისო მომხმარებლებისგან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა რაღაცას ვქმნით, გვინდა, რომ მომხმარებლის შეფასებაც საუკეთესო იყოს, და ეს ჯილდო სწორედ ამას ადასტურებს. გამარჯვებასთან ერთად, გაცილებით იზრდება პასუხისმგებლობა, რადგან შემდეგი წელი წინაზე უკეთესი უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ შრომა, რომელსაც Europcar Georgia-ს თითოეული თანამშრომელი განვითარებასა და წინსვლაში ვდებთ, ფასდება.

მომსახურების მაღალ ხარისხს კომპანია, პირველ რიგში, გუნდის განვითარებით ინარჩუნებს. თანამშრომლებისთვის ხშირად იმართება ტრენინგები მომსახურების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მთელი წლის განმავლობაში იმდენ მომხმარებელთან გვაქვს ურთიერთობა, რომ ეს თავისთავად დიდ გამოცდილებას გვძენს. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული თანამშრომელი თავისი ცოდნით მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას სთავაზობდეს და ჰქონდეს მოტივაცია, რომ ყოველდღე იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე გუშინ“.

World Luxury Travel Awards-ის ამ ნომინაციაში გამარჯვებულს მომხმარებლები ასახელებენ. შეფასებისას ჯამდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჯავშნების მომხმარებლების აზრი, გამარჯვებული კი ქულების მიხედვით ვლინდება. საუკეთესო შეირჩევა ქვეყნების მიხედვით და გამოკითხვაში თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდი მონაწილეობს.

„რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმია: პერსონალის მომსახურება, ანუ სერვისის დონე, ავტომობილის მდგომარეობა და დროის დაზოგვა ავტომობილის აყვანისას და ჩაბარებისას“, - განმარტავს ნინო პატარაია.

გასულ წელს Europcar Georgia-მ მომსახურების პროცესი დახვეწა. კომპანიამ დანერგა ონლაინპლატფორმა, რომელიც მომხმარებლის ონლაინჯავშანს სწრაფი რეაგირების გუნდთან აკავშირებს. შედეგად, ავტომობილის გაცემა-დაბრუნების მომსახურებისთვის საჭირო დრო შემცირდა.

განახლდა ავტოპარკიც - Europcar Georgia-ს პორტფელს დაემატა ის მოდელები, რომლებზედაც მომხმარებლების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო, მათ შორის ჰიბრიდული ავტომობილები.

გარდა ამისა, მართალია, World Luxury Travel Awards ავტოგაქირავების მომსახურებას აფასებს, თუმცა Europcar Georgia-ს საქმიანობის დაახლოებით 80–85%-ს კორპორაციული მიმართულება, საოპერაციო ლიზინგი/ფლიტ მენეჯმენტი შეადგენს. ამ სეგმენტში კომპანია ელექტრომობილებითაც არის წარმოდგენილი და გარემოზე ზრუნვას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.

რაც შეეხება კონკურსს, World Luxury Travel Awards, რომელსაც „ტურიზმის ოსკარს“ უწოდებენ, წელიწადში ერთხელ იმართება და ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებს, ავიაკომპანიებსა და სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს. დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულები 100-ზე მეტ კატეგორიაში ვლინდებიან.

Europcar ავტოგაქირავების ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში კი მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა ჰოლდინგია“.

ამჟამად Europcar Georgia საქართველოში, 3 ქალაქში, 4 ფილიალით არის წარმოდგენილი - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ეს ის ქალაქებია, სადაც საერთაშორისო ფრენები სრულდება. გარდა ამისა, ოპერირებს სომხეთსა და უზბეკეთშიც. მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასთან ერთად, სამომავლოდ კომპანია ავტოპარკის, მასშტაბისა და გეოგრაფიული არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

--

Europcar Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოში პირველად Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge