png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდნეტი ამერიკულ-ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 03.10.2015
  • 11:19
საქართველოს პრეზიდნეტი  ამერიკულ-ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი ევრაზიელ ებრაელ თემთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის (NCSEJ) აღმასრულებელ დირექტორს მარკ ლევინსა და გაერთიანებაში შემავალი მძლავრი ებრაული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას. აღინიშნა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში.

„როდესაც ჩვენს მეგობრებს ვხვდებით საქართველოდან ყოველთვის თბილი და სტუმართმოყვარე შეხვედრა გვაქვს ორივე მხრიდან. ეს იყო ჩვენი პირველი შესაძლებლობა გვქონოდა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო.

განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის და რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ აშშ-ს კონგრესში იმსჯელეს - თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი“,- აღნიშნა მარკ ლევინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ებრაელ თემთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიცია (NCSEJ) აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში მცხოვრები ებრაელების უფლებათა და ინტერესთა დაცვას ემსახურება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge