png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თავდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებთან ქვეყნის მასშტაბით ითანამშრომლებს

  • თავდაცვა
  • 05.10.2015
  • 14:25
თავდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებთან ქვეყნის მასშტაბით ითანამშრომლებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის - „მხარი მხარს“ ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებთან ქვეყნის მასშტაბით ითანამშრომლებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც, სწორედ, ფსიქორეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობენ.

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მიზანი თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე ზრუნვა და ამ კუთხით ჯარში არსებული პრობლემების დროულად გამოვლენაა.

 

„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გაიმართა კლინიკების წარმომადგენლებთან. დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ საზოგადოებრივი საუბარი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის თემაზე და ეს იყოს არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჭირბოროტო საკითხი, არამედ, ეროვნული თემა. თავად სამინისტროს შიგნით უნდა განვავითაროთ ეფექტიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც დროზე ადრე გამოვლინდება ჯარისკაცი, რომელსაც მიღებული აქვს საბრძოლო ან სხვა სახის სტრესი და გაეწევა საჭირო დახმარება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.


თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამას - „მხარი მხარს“ ჯარში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის ფარგლებში ახორცილებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge