png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან

  • თავდაცვა
  • 21.09.2015
  • 15:21
ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის ახალ სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები 5-კაციანი შემადგენლობით ჩაერთვებიან. აფრიკაში გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ.

„საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წამოწყებული ნებისმიერი ქმედების თანამონაწილეა, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უზრუნველყოფს. ეს ბევრჯერ დადასტურდა წლების განმავლობაში. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, ფრანგებთან და გერმანელებთან ერთად მისია უკვე შეასრულეს ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. დღეს, როდესაც მისიის ტრანსფორმაცია მოხდა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ ვეხმარებით ოპერაციის წარმატებას“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გენერალური შტაბის უფროსმა კი ყურადღება მისიაში ქართველი სამხედროების მთავარ ფუნქციებსა და ამოცანებზე გაამახვილა.

 

„ქართული ჯგუფის ამოცანა იქნება, განახორციელოს სწრაფი რეაგირების მოქმედებები. ძირითადად, ეს იქნება ევროპიდან გაგზავნილი მაღალი თანამდებობის პირების კონტინგენტის დაცვა, ესკორტირება. ამ პერიოდისთვის იქ ძალიან დაძაბული ვითარება არ არის, მაგრამ ისეთი რეგიონია, რომ ყოველ წუთს შეიძლება რაღაც მოხდეს. ჩვენი სამხედროები არიან სათანადოდ მომზადებულები, ნამყოფები არიან უცხოურ მისიაში და აქვთ გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, კარგად გაართმევენ თავს ამ ამოცანას“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ქართველი ჯარისკაცების გადასროლასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ ხარჯს ფრანგული მხარე და ევროკავშირი ფარავს. სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრებიან და მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის ნოემბერში მოეწერა. ქართული ქვედანაყოფები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში 2014 წლის ივნისიდან მონაწილეობენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge