png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღი გაშენდა (video)

  • საზოგადოება
  • 24.05.2016
  • 13:44
ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღი გაშენდა (video)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან ერთად, ციხისძირში ახალი პარკის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღი გაშენება საკურორტო სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

ასოციაცია "ატუ"-ს დაკვეთით საქართველოში შემოტანილ იქნა 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, რომელთა უდიდესი ნაწილი უკვე დარგულია ქობულეთის რაიონის სოფელი ციხისძირის ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

დღეისთვის უკვე დარგულ იშვიათი ჯიშის ხეებს შორის არის 16 ლირიოდენდრონი(ტიტას ხე), 9 სექვოია, 10 მეტასექვოია, 9 მარადმწვანე მუხა, 8 ოქროსფერი კვიპაროსი, 4 ჰიმალური კედარი და ა.შ.   უნიკალური ხეების გარდა, ასოციაცია "ატუ"-ს ინიციატივით სოფელ ციხისძირში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის, გზის დაგებისა და გარე განათების სამუშაოები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ატუს საჩუქარი გადავა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში.   2016 წლის საკურორტო სეზონზე ციხისძირს უკვე ექნება 4000 კვ.მ ფართობზე გაშენებული კეთილმოწყობილი ბაღი ზღვის პირას, გამართული წყალგაყვანილობა, მოასფალტებული და განათებული შიდა გზა, რაც ერთობლიობაში ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.  

"როცა ამ ტერიტორიიდან ხის გადარგვა ხდებოდა, არაერთხელ განვაცხადე, რომ ამ ოპერაციის შემსრულებელი კომპანია, მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყობდა რეკრეაციულ ზონას ბათუმელებისა და ტურისტებისათვის. ასევე აქ მაცხოვრებლებისთვის იქნებოდა გაყვანილი გზა, წყალი და განათება. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვესწრებით. წყლის გაყვანის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განათება უკვე მოწყობილია, სულ მალე ასფალტიც დაიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. ჩვენ ერთი ხის ნაცვლად, რომელშიც თანხა გადავახდევინეთ კომპანიას და საზოგადოებრივი დანიშნულების დენდროლოგიურ პარკში გადაირდო, მივიღეთ ახალი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ჩვენს რეგიონში" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ასოციაცია "ატუ"-ს ინიციატივას ტექნიკურად უზრუნველყოფს საინჟინრო-სამშენებლო კომპანია "ზიმო", რომელმაც პროექტის განხორციელებისას დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, რითაც დამატებითი შემოსავალი გაუჩინა მათ ოჯახებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge