png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ხაბაძემ და ქუმსიშვილმა ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო ,,DAR CAPITAL"-ი დაათვალიერეს (ვიდეო)

  • ეკონომიკა
  • 08.06.2016
  • 16:17
ხაბაძემ და ქუმსიშვილმა ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო ,,DAR CAPITAL"-ი დაათვალიერეს (ვიდეო)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო ,,DAR CAPITAL"-ი დაათვალიერა. საწარმოს, რომლის საწყისი კაპიტალი 2000 ლარს შეადგენდა, დღეისათვის 21000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნია, სადაც დაახლოებით 18000.00 კვ.მ-ზე საწარმოო დანიშნულების ობიექტებია განთავსებული; დღეისთვის კომპანიაში ახალი თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით აწყობილი 30-მდე საწარმოო ხაზი მუშაობს.

 4.jpg

კომპანია, სადაც სტაბილურადაა დასაქმებული ადგილობრივი მუშახელი, ორიენტირებულია მაღალ-ტექნოლოგიურ განვითარებაზე; საწარმოში განხორციელებულია დაახლოებით ათი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; „DAR CAPITAL" სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალებს აწარმოებს. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროექტში ,,აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ახალი საქმის დასაწყებად საკუთრებაში გადაეცა 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

2.jpg

კომპანია ქვეყნის შიდა ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. მას გააჩნია საკუთარი, თანამედროვე სასაწყობე ფართი თავისი აღჭურვილობით, მსუბუქი და სატვირთო ტრანსპორტი, რითაც შეუფერხებლად ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. ნედლეულის შეძენა ხდება როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე უცხოეთში. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 140-მდე თანამშრომელი. საწარმოში დასაქმებულთა ხელფასი თვეში საშუალოდ 600.00 ლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ახლო მომავალში აპირებს ახალი ინვესტიციების განხორციელებას, უზრუნველყოფს გარკვეული სახის საქონლის იმპორტის ჩანაცვლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას

. 1.jpg

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge