png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა სამედიცინო სერვისებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში მიიღებს

  • მედიცინა
  • 14.06.2016
  • 13:27
ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა სამედიცინო სერვისებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში მიიღებს

ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა, დღეიდან, პედიატრიული და მოზრდილთა სტაციონარული სერვისების ადგილზე მიღებას შეძლებს, - მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი, 100-საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, "ჰუალინგ ჯგუფის"გენერალურ დირექტორ ვანგ შენგსინისთან და „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის" გენერალურ დირექტორ თეა ახალაძესთან ერთად გახსნა.

პროექტში, კომპანია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა", „ჰუალინგ ჯგუფთან" ერთად, 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 447 ადამიანი დაასაქმა. 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობას, რომელსაც სამედიცინო მომსახურებისმიღება ქალაქის სხვა რაიონებში უწევდა, ამიერიდან მაღალტექნოლოგიური კლინიკა საკუთარ რაიონში მოემსახურება.

„ინვესტორი გახლავთ „ჰუალინგ ჯგუფი", რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამ რაიონისთვის, ვაზისუბნის და ვარკეთილის მოსახლეობისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ასეთი ობიექტის არსებობა, რომელიც ამ მიდამოებში არ იყო და ახალია. აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და თითქმის 5 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში ინვესტიციებს აფართოებს და ამის შესახებ მოლაპარაკებები 2014 წელს ურუმჩიში მისი ვიზიტისას გაიმართა. პრემიერმა ასევე გაიხსენა, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერის წარმატებული ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც საუბარი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო.

„უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას უნდა ველოდოთ ჩინეთიდან. დღესაც, მე ვხვდები რამდენიმე ბიზნესჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინვესტიციებით არიან დაინტერესებული. მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია. კიდევ არაერთი ასეთი ობიექტი გაიხსნება ამ მიდამოებში, რაც ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge