png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ზურაბ ჯაფარიძემ სენატორ მაკქეინს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის კადრები გადასცა

  • პოლიტიკა
  • 23.06.2016
  • 15:37
ზურაბ ჯაფარიძემ სენატორ მაკქეინს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის კადრები გადასცა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა სენატორ ჯონ მაკქეინთან. მან მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემები, როგორიცაა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდის უზრუნველჰყოფა და სიღარიბის დაძლევა. მხარეებმა ისაუბრეს, აგრეთვე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სენატორმა მაკქეინმა ხაზი გაუსვა ოქტომბრის არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა, რათა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მეშვეობით უცხოელი დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველჰყოს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო-აშშ ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, იმ საგარეო გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ამ კონტექსტში, სენატორი დაინტერესდა ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ და სთხოვა მას მიეწოდებინა ხურჩის ტრაგიკული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, რაც შეხვედრის დასრულებისთანავე გაეგზავნა ჯონ მაკქეინს. სენატორის განცხადებით, ის კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების ლობირებას, მათ შორის თავდაცვის სფეროში. შეხვედრის დასასრულს ზურაბ ჯაფარიძემ და ჯონ მაკქეინმა გამარჯვება უსურვეს ერთმანეთს საპარლამენტო და სენატის არჩევნებში. სენატორ მაკქეინთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „გირჩის“ საერთაშორისო მდივანი, მამუკა კუდავა და საერთაშორისო საკითხებში მრჩეველი, გია ჯაფარიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge