png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მილტონ ჰეიგს „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭეს

  • სპორტი
  • 29.06.2016
  • 18:06
მილტონ ჰეიგს „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭეს

ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა  „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ახალ სპორტის სასახლეში ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, რაგბის კავშირის ხელმძღვანელებსა და სამწვრთნელო შტაბს უმასპინძლა. მინისტრმა მათ წარმატება მიულოცა და მათთან საქართველოში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა ოკეანეთის ტურნე. გამართული სამი შეხვედრიდან ბორჯღალოსნებმა ერთი ფრედ, ორი კი გამარჯვებით დაასრულეს. ოკეანეთში წარმატებული თამაშის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, რაც სარეკორდო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქართული რაგბის ისტორიაში. წარმატებები აქვს საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებსაც, რომელმაც ინგლისში ჩატარებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა.

როგორც ცნობილია, 2017 წელს  საქართველო 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. უკვე ხორციელდება ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რომელთა ერთობლიობაც უზრუნველყოფს ამ უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზებას. ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებულია სრული მხარდაჭერა და ხორციელდება მთელი რიგი კომპლექსური ქმედებები. ინფრასტრუქტურის მიმართულებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უკვე პრაქტიკულად მზად არის საშეჯიბრო მოედნები, ხოლო გუნდებისთვის განკუთვნილი სავარჯიშო მოედნები სრულად იქნება მზად და უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge