გიორგი ჩოგოვაძე: აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა, მას გააჩნია ბევრი უნიკალური ტურისტული ადგილი
საქართველო, თბილისი - 11:52 | 11.07.2016 ნანახია: 2855
აჭარა ტურისტებისათვის უნიკალური ადგილია. გარდა ზღვისა აქ შესაძლებელია მაღალმთიან აჭარაში დასვენებაც, სადაც სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება ინტენსიურად მიმდინარეობს. წელს აჭარაში და ზოგადად საქართველოში დიდი რაოდენობით ტურისტს ელოდებიან.
აჭარის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ამჯერად ქართველი ჟურნალისტები პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში სტუმრობდნენ.
„საქართველოში წელს უპრეცენდენტო რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორები სტუმრობენ. ასევე სიმრავლეა შიდა ტურისტების მხრივ. 6 წელზე მეტია დინამიურად და აქტიურად იზრდება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა. რაც ყველაზე მთავარია ბათუმში და მთლიანად საქართველოში წლევანდელი წელი ტურისტების რაოდენობით რეკორდული იქნება. ჩვენ ამ ფონზე ვაგრძელებთ პროექტს „გაიცანი საქართველო“, რამეთუ აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა, მას გააჩნია ბევრი უნიკალური ადგილი, რომლის მონახულება ნამდვილად ღირს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ იმოგზაურონს აჭარის სხვადასხვა უნიკალურ ადგილებში“, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად მედიატურს მასპინძლობდა.
შეგახსენებთ, რომ მთიანი აჭარის რეგიონი ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებს მოიცავს.
თითოეული მათგანი მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა. ძალზედ საინტერესო გეოგრაფიულ რელიეფს ქმნის მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედები, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2000-2500 მეტრია.
ქედის მუნიციპალიტეტი
ქედაში ხშირად სტუმრობენ მახუნცეთის ჩანჩქერს, სადაც განლაგებულია რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აჭარისწყლისა და მთის მდინარეების ხეობებში შესაძლებელია, როგორც ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი ნიმუშების, ასევე ჩანჩქერების მონახულება, მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. რეგიონი მდიდარია სამკურნალო და მინერალური წყლებით.
შუახევის მუნიციპალიტეტი
მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა შუახევის რეგიონი. სოფლის მეურნეობა შუახევის ეკონომიკის მთავარ დარგს წარმოადგენს. აქაური მასპინძლები გულუხვი და სტუმართმოყვარენი არიან. შეგიძლიათ უშუალოდ გაეცნოთ მათ სოფლის ცხოვრებას და მონაწილეობა მიიღოთ სამეურნეო საქმიანობაში. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ გაროთობის ისეთი საშუალებებით როგორიცაა: ჰაიკინგი, ცხენოსნობა, ველოსიპედით გასეირნება და კლდეზე ცოცვა. შაუხევი ცნობილია ზამთრის კურორტით - გომარდული.
ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულო მთიანი აჭარის ულამაზესი კუთხეა. გამორჩეულია, როგორც ბუნების სიმდიდრით, ისე კულტურული ღირშესანიშანაობებითა და ისტორიული წარსულით. ხულოს ტერიტორიაზე მდებარეობს ულამაზესი მწვანე ტბა. ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს ისეთი მთიანი კურორტები როგორიცაა ბეშუმი - ზაფხულის კურორტი, ხოლო ზამთრის კურორტები მდებარეობს გოდერძის უღელტეხილზე, ქედლებსა და დანისპარაულში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















