„HUB Georgia“ ყაზახური ავიაკომპანია „SkyBus”-ის წინააღმდეგ
საქართველო, თბილისი - 14:51 | 11.07.2016 ნანახია: 1823
არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia“ ყაზახური ავიაკომპანია „SkyBus”-ის წინააღმდეგ. როგორც „HUB Georgia“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „SkyBus”-ი ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს “EASA”-ს შავ სიაში იმყოფება.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს და მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„2016 წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს უწყების შ.პ.ს. „გაეართიანებული აეროპორტები საქართველოს“ დირექტორმა, ქეთი ალექსიძემ, ხელშეკრულება ყაზახურ ავიაკომპანია „SkyBus”-თან გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, ყაზახურ ავიაკომპანია „SkyBus”-ს გადაეცა უფლება შეესრულებინა ქვეყნის შიდა რეისები, თბილისი-ბათუმი, რითაც ეროვნული ავიაკომპანიების და სახელმწიფოს ინტერესები დაზარალდა. აღნიშნული ავიარეისების განხორციელების სურვილი ეროვნულ ავიაკომპანიებს გააჩნდათ, თუმცა სახელმწიფომ მათი ინტერესები და შეთავაზებები არ გაითვალისწინა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დაარღვია ავიაციის შესახებ „ჩიკაგოს“ კონვენციის მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“. „ჩიკაგოს“ კონვენცია სამოქალაქო ავიაციის შესახებ მიღებულია 1944 წელს, საქართველო კი მას მიუერთდა 1993 წელს, კონვენციის თანახმად მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“ ნებისმიერ სახელმწიფოს აძლევს უფლებას თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უცხოურ ავიაკომპანიაზე არ გასცეს ნებართვა, შეასრულოს ქვეყნის შიდა რეისები, რაც საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
საგანგაშოა, რომ აღნიშნული ყაზახური ავიაკომპანია „SkyBus” და ქვეყანა ყაზახეთი იმყოფება ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს “EASA”-ს შავ სიაში - უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენის უფლება არ აქვთ.
ორგანიზაცია “HUB Georgia” ეროვნული ინტერესებიდან და მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით. ჩვენ ვითხოვდით კითხვებზე პასუხებს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი უწყება საქართველოში მგზავრთა უსაფრთხოებაზე, რადგან აღნიშნული ავიაკომპანია ტექნიკურ შემოწმებას მხოლოდ ყაზახეთში გადის, საქართველოს
სამოქალაქო ავიაცია კი მხოლოდ დოკუმენტაციის შემოწმებას ახდენს. გამოდის, რომ ჩვენ ქვეყანაში მგზავრების უსაფრთხოებას ვანდობთ ყაზახეთის სახელმწიფოს, რომელიც არის ევროპის შავ სიაში, როდესაც საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია.
ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აღნიშნული ავიაკომპანიის ფრენების შესრულების დროს მგზავრთა უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრებები დადასტურდა, დღეს 07:30 საათზე ავიაკომპანია „SkyBus”-ს უნდა შეესრულებინა რეისი ბათუმი-თბილისი, ფრენა გადაიდო თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ბათუმის აეროპორტში და ამბობენ, რომ ფრენა გადაიდო 22:00 საათისთვის.
მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით“, აღნიშნულია „HUB Georgia“-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია SkyBus-ი ყაზახეთის რამდენიმე ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ახორციელებს.
“SkyBus”-ი ოპერირებს ასევე ბათუმი-თბილის მარშრუტზეც.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















