საქართველოს ავიაბაზრის 19 %-ის მფლობელი Turkish Airlines-ია
საქართველო, თბილისი - 17:22 | 11.07.2016 ნანახია: 1460
ქვეყნის ავიაციის ლიდერი კომპანია, თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ბაზრის 19 %-ი უკავია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-ივნისის მონაცემებით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში კვლავინდებურად ნომერ პირველია და ის ექვსი თვის განმავლობაში 205 ათას 615 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ავიაციის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ასევე უკრაინული ავიაგადამზიდავი Ukraine International Airlines-ია (FlyUIA) , რომელიც გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 10 %-ს ფლობს. ავიაკომპანიამ იანვარ-ივნისში სულ 109 ათას 122 მგზავრი გადაიყვანა.
ასევე ბაზრის 10 %-ს აკონტროლებს ქართული კომპანია Georgian Airways-იც (101 ათას 565
მგზავრი).
2016 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 6-6 %-ის იკავებენ რუსული ავიაკომპანიები Aeroflot-ი, S7-ი და ასევე თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი.
ბაზრის 5 %-ის მფლობელი კი ავიაკომპანია Flydubai-ა. საქართველოს ავიაბაზრის 4 %-ს Wizz Air-ი ფლობს.
ნახევარი წლის მონაცემებით, ბაზრის 3-3%-ის მფლობელები არიან: Lufthansa, Air Arabia, Belavia, Atlasglobal-იდა AZAL-ი.
2-2%-ანი წილი აქვთ ავიაკომპანიებს: Israir-ი, QatarAirways-ი, Air Astana და LOT-ი,
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 11 %-ის მფლობელი ეროვნული ავიაგადამზიდავი, ხოლო 89 %-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 21,33%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ მიმდინარე წელს, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად სულ გადაყვანილ იქნა 1 082 828 მგზავრი, რაც 21,33%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (892 468 მგზავრი).
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















