„ცენტრ პოინტთან” ურთიერთდამოკიდებული კომპანიების ჯამური საგადასახადო დავალიანება 61 მლნ ლარს შეადგენს
საქართველო, თბილისი - 15:15 | 12.07.2016 ნანახია: 1506
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი მოსახლეობას აწვდიან მცდარ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპანიისთვის დასაბრუნებელი აქვს თანხა 20 მლნ ლარის ოდენობით.
„რამდენიმე დღეა, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, დაზარალებულ მოსახლეობას სხვადასხვა მედიასაშუალებით აწვდიან მცდარ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპანიისთვის დასაბრუნებელი აქვს თანხა 20 მლნ ლარის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს არასრულყოფილ მონაცემებს, გამომდინარე იქიდან, რომ „ცენტრ პოინტთან” ურთიერთდამოკიდებული კომპანიების ჯამური საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ შეადგენს 61 მლნ ლარს, მათ შორის, 2016 წლის 12 ივლისის მდგომარეობით:
შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დავალიანება შეადგენს 29 398 541,42 ლარს, შპს „მარიჯანის“ დავალიანება - 10 317 577,94 ლარს, შპს „ცენტრ პოინტ სიტის“ დავალიანება - 2 311 595,39 ლარს, შპს „დიდი დიღმის ოაზისის“ დავალიანება - 10 542 208,31 ლარს, სხვა დანარჩენი 8 740 000 ლარი.
კომპანიის დამფუძნებლები სარგებლობენ იმ გარემოებით, რომ საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსით არ აქვს უფლება გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე, გაამჟღავნოს გადამხდელის შესახებ დამატებითი დეტალური ინფორმაცია, რადგან კანონმდებლობით, ის წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. (საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი).
გამომდინარე აღნიშნული გარემოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე გამოაქვეყნონ დამატებითი ინფორმაცია.
აქვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს კომპანია „ცენტრ პოინტის“ მფლობელებს, არ შეიყვანონ შეცდომაში მოსახლეობა. მიაწოდონ მათ ობიექტური ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ან გასცენ წერილობითი თანხმობა, რათა საგადასახადო ორგანომ აღნიშნული ინფორმაცია გახადოს საჯარო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განუხრელად იცავს გადასახადის გადამხდელის უფლებებს და მის საგადასახადო საიდუმლოებას, ამავე დროს, მიუღებლად მიაჩნია კომპანიამ დაზარალებული მოსახლეობა შეგნებულად შეიყვანოს შეცდომაში და კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა დააკისროს სახელმწიფო სტრუქტურებს“, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















