EBRD-ი სუვერენული სესხის სახით, საქართველოს 10 მლნ ევროს გამოუყოფს.
საქართველო, თბილისი - 16:04 | 12.07.2016 ნანახია: 1553
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი („ევრობანკი“, EBRD), სუვერენული სესხის სახით, საქართველოს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს. ხსენებული ფინანსური რესურსის გადასესხება მოხდება მუნიციპალური განვითარების ფონდზე ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში, მათ შორის მიუვალ ადგილებში, მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით. კრედიტი მოხმარდება დაახლოებით 140 ახალი ნაგავმზიდისა და 7000 კონტეინერის შეძენას.
ევრობანკის კრედიტს თან ახლავს საინვესტიციო გრანტი 2 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ევრობანკის აქციონერთა სპეციალურმა ფონდმა გამოყო პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების აღიარების ნიშნად. ევრობანკის აქციონერთა სპეციალურმა ფონდმა ასევე უზრუნველყო ტექნიკური მხარდაჭერა კაპიტალდაბანდების მოსამზადებლად. რაც შეეხება სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ აქციონერთა მონაწილეობის პროგრამის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმისა და გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, დაფინანსებას საერთაშორისო დონორი გამოყოფს.
ეს პროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მთავრობის გეგმების განხორციელების კუთხით, რაც ქვეყნის ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზაციასა და მის ევროკავშირის სტანდარტებზე მორგებას, ასევე გარემოსდაცვითი საკითხების გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს კაპიტალდაბანდება განავითარებს მომსახურების ხარისხს ნარჩენების მართვის სფეროში და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკოლოგიურ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებში.
სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევრობანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.
„ძალიან მახარებს, იმ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სფეროში. პროექტით დასტურდება, რომ ევრობანკი აგრძელებს საქართველოს მთავრობის გეგმების მხარდაჭერას ქვეყნის ნარჩენების მართვის სისტემის მოდერნიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით. ეს პროექტი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობასა და ეკოლოგიას. პროექტის არსებითი ნაწილია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაუმჯობესება მყარი ნარჩენების მდგრადი მომსახურებით მიღებულ სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უკეთესი და უფრო ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად“,- - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ ვალდებულება იკისრა მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქვეყანაში უკვე არსებობს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები. ახალი სატრანსპორტო პარკი უზრუნველყოფს მყარი ნარჩენების სწორედ ამ ნაგავსაყრელებზე განთავსებას.
ევრობანკი წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების დღიდან მისი კაპიტალდაბანდება 2.73 მილიარდ ევროს შეადგენს 195 პროექტის ფარგლებში და ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. ინვესტიციების 91 პროცენტი კერძო სექტორშია განხორციელებული.
2016-2018 წლებისთვის ევრობანკის სტრატეგიული გეგმა იმ ქვეყნებისთვის, სადაც კაპიტალდაბანდებას ახორციელებს - საქართველოს ჩათვლით - სამ პრიორიტეტულ მიმართულებას გულისხმობს: ეკონომიკის გამძლეობის უნარის გაძლიერებას, გლობალური გამოწვევების დაძლევასა და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერას
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















