დავით უსუფაშვილმა აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველო, თბილისი - 16:43 | 14.10.2015 ნანახია: 2576
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატურ კონფერენციას დაესწრო და მონაწილეეებს სიტყვით მიმართა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ცზინპინის ინიციატივაში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ (OBOR) - საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ისტორიულად იყო ბუნებრივი ხიდი, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს ერთმანეთთან აკავშირებდა, ხოლო აბრეშუმის გზის აღორძინებითა და აზიასთან ურთიერთობის აღდგენით, ქვეყანა ევროპაში თავის ადგილს დაიბრუნებს. „აბრეშუმის გზის აღორძინების გზით, აზიასთან ურთიერთობის აღდგენით საქართველო დაიბრუნებს თავის ადგილს ევროპაში. ჩვენ ახლა ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრში ვართ, ჩვენ ვართ ხიდი მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს შორის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპიდან ჩინეთში სახმელეთო კავშირს კომერციული მნიშვნელობა აქვს.
„მადრიდამდე მიღწევას 21 დღე სჭირდება; ვარშავამდე - 16 დღე და 9 დღე - თბილისამდე, საქართველოს დედაქალაქამდე. ის, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, ესაა დინამიური გაანგარიშება სიჩქარისა ღირებულების წინააღმდეგ. მაგრამ ღირებულება მცირდება მასშტაბით, ხოლო მანძილი - თითოეული გვირაბით, გამშვები პუნქტის თითოეული ოპტიმიზაციით და ჩვენს მიერ ჩადებული თითოეული ინვესტიციით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე შეფასებით, ეს პროექტი საქართველოს გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ აღქმას შეცვლის.
საქართველოს მნიშვნელობასა და როლზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს შეახსენა, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით მსოფლიოში მე-15 ქვეყანაა, ხოლო „ბიზნესის დაწყების სიმარტივის ინდექსით“ - მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა. მისივე თქმით, ფსკერიდან პროგრესის დაწყებაზე რთული ამ პოზიციების შენარჩუნებაა, რისთვისაც ქვეყანა ყოველწლიურად მუშაობს და ცდილობს, არსებული შედეგები გააუმჯობესოს.
„ჩინეთს საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით პირადი გამოცდილება გააჩნია. 2014 წლის შემდეგ, ჩინეთი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ერთერთი ლიდერი ჩვენს ქვეყანაში და სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი; საქართველოს მომგებიანი ბიზნეს კლომატი არის რეალობა, რომლითაც ისევე ინტერესდება ევროპა, როგორც ჩინეთი. 2014 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 35 პროცენტით გაიზარდა (წლიდან-წლამდე). ეს იყო ყველაზე დიდი ტალღა 6 წლის განმავლობაში. ამ ნაკადის 64 პროცენტი სწორედ ევროკავშირიდან შემოვიდა“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოა, კორუფცია კი დაბალი, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგში, საქართველოს 130-ე ადგილიდან 50-ე ადგილზე გადმონაცვლებითაც დასტურდება. ქვეყნის უპირატესობებზე და მიღწევებზე საუბრისას, დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებს ბაზარზე თავისუფალ დაშვებას სთავაზობს და დამსწრეთ შეახსენა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „ჩვენ გვაქვს უნიკალური ადგილმდებარეობა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, საქართველო ისტორიულად იყო სავაჭრო და კულუტურული საქმიანობის ჰაბი, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებდა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიული გამოცდილებით, მდიდარი სოციალური და კულტურული ღირებულებებით და განსაკუთრებული სტრატეგიული მდებარეობით ამ პროექტისთვის ბუნებრივი კანდიდატია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აბრეშუმის გზის ფორუმზეც ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. მისი შეფასებით, ფორუმი რეგიონული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს გახსნის.
„ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, 300 ჩინელი ბიზნეს ლიდერი, ისევე როგორც მრავალი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, ბიზნეზის წარმომადგენლები, ეკონომისტები და პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩემი ქვეყნის დედაქალაქში იკრიბებიან, რომ დაესწრონ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს. საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წამოწყებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანაორგანიზებითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრა რეგიონული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს შეისწავლის ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში. ფორუმი საშუალებას მისცემს მონაწილეებს, მოახდინონ ურთიერთსასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების იდენტიფიცირება, რაც შეავსებს აბრეშუმის გზის აღდგენის საბოლოო მისიას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი და პროგრესული მსოფლიოს აშენებისთვის ტრანსნაციონალური კომუნიკაცია და ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. „ახალი აბრეშუმის გზის პროექტი არის დიდი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის რომ მოვახდინოთ ჩვენი რესურსების მობილიზება და შევძლოთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება. საქართველო მზადაა, ამაში თავისი როლი შეასრულოს“, - მიმართა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავს ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, ჩჟან დეძიანგთან. ამასთან, 15 ოქტომბერს, სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ცზეპინი ერთობლივ შეხვედრას გამართავს კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, ტელესაკომუნიკაციო კორპორაციის „ზე-ტე-ი”-ს (ინგლ. ZTE) დათვალიერება. დავით უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს, ასევე, კონფერენციის თემატური დახურვის ცერემონიაში და ინტერვიუს მისცემს მასმედიის წარმომადგენლებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















