5 ივლისამდე მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა - პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 17:22 | 03.07.2026
ნანახია: 50

საქართველოს მთიან რაიონებში 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე