თამარ ამაშუკელი - სტურუას საქმეს სისტემა შეგნებულად აფარებს ხელს
საქართველო, თბილისი - 14:48 | 30.08.2016 ნანახია: 2156
,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" პრესსპიკერმა თამარ ამაშუკელმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც ხაზგასმით ისაუბრა იმის შესახებ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის საქმეს ამაშუკელის აზრით სისტემა შეგნებულად აფარებს ხელს. ამის საფუძველს კი იძლევა ის მტკიცებულებები, რომლებიც უკვე იქნა წარმოდგენილი გოდერძი თევზაძის ბრალეულობის დასამტკიცებლად. თამარ ამაშუკელმა ხაზი გაუსვა ქართული ოცნების მოუქნელ ნარკოპოლიტიკას და სისტემურ პრობლემებს, რომელსაც რეპრესიული და მანკიერი შეფასება მიანიჭა.
'',,თავისუფალი დემოკრატები"მოვითხოვთ გამოძიება ჩატარდეს მასშტაბურად და სრულყოფილად, რადგან მიგვაჩნია რომ მხოლოდ ერთი ბრალდებული პოლიციელი დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას სტურუასთან ასეთი უკანონო ქმედების შესახებ. შესაძლოა და არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხი იმისა, რომ საქმის კურსში ყოფილიყვნენ მისი ზემდგომი პრები. საქმეში სწორედ მათი როლი უნდა გამოიკვეთოს და დადგინდეს იყვნენ თუ არა ჩართული თევზაძის ზემდგომი პირები სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში.
ფაქტი რომ ამდენი ხანი კონკრეტული პიროვნება, რომელზეც არა მარტო საფუძვლიანი ეჭვი, არამედ მისი ბრალეულობის შესახებ საკმარისი მტკიცებულებებიც კი იყო წარმოდგენილი, არ იქნა დაკავებული და მას მიეცა შესაძლებლობა მიმალვოდა გამოძიებას. ყველაფერი ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს რომ სისტემამ მას ხელი დააფარა.
დემურ სტურუა არის მსხვერპლი არა მარტო კონკრეტული სამართალდმაცავისა , რომელიც სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს არამედ , მანკიერი , რეპრესიული სისტემისა, რომლის რეფორმირება აუცილებელი სამართლებრივი, დემოკრატიული სახლემწიფოს მშენებლობისთვის. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის ნარკოპოლიტიკა, რომელისაც აგრძელებს ქართული ოცნება. ეს არის სრულიად ანტი ჰუმანური, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა რომლის შეცვლა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია", - განაცხადა თამარ ამაშუკელმა.
პოლიტიკა
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















