უზბეკეთში, 31 აგვისტოს დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო
საქართველო, თბილისი - 18:11 | 30.08.2016 ნანახია: 1873
უზბეკეთში 31 აგვისტოსთვის დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო, რომლებიც დამოუკიდებლობის 25 წლისთავს ეძღვნებოდა. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, გასულ წლებში მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი.
თუმცა ამჯერად ვრცელდება ინფორმაცია ისლამ კარიმოვის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე გაურკვეველია სადღესასწაულო ღონისძიებების გადადება უკავშირდება თუ არა პრეზიდენტის ავადმყოფობას. გაურკვეველია ასევე, გაიმართება თუ არა სახალხო ზეიმი, რომელიც უზბეკეთში 1 სექტემბერს იმართება.
რუსული მედიის ცნობით, უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ დასტურდება. ,,ბიბისი“ რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის აპარატში უარყოფენ ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში არავითარი ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.
,,მის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც სტაბილურს“ - აცხადებს წყარო ,,ინტერფაქსთან“, ასევე ,,რია ნობოსტისთან“ თუმცა სააგენტოები წყაროს ვინაობას არ ასახელებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვიც.
შეგახსენებთ, 28 აგვისტოს უზბეკეთის მთავრობამ გაავრცელე განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისლამ კარიმოვი სტაციონარულ მკურნალობას გადის, თუმცა დიაგნოზზე არაფერია ნათქვამი.
“სპეციალისტთა აზრით, სრულ სამედიცინო გამოკვლევასა და შემდგომ მკურნალობას გარკვეული დრო დასჭირდება”, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
უზბეკეთის პრეზიდენტის, 78 წლის ისლამ კარიმოვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია 29 აგვისტოს პრეზიდენტის შვილმა, ლოლა კარიმოვა-ტილიაევამაც გაავრცელა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ მისი მამა ინსულტის გამოა ჰოსპიტალიზებული.
“ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო ის ჰოსპიტალიზებულია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური”, - წერს კარიმოვა.
ცნობისათვის, ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან მართავს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















