დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი საყვარელი კაცი - ბიძინა ივანიშვილი
საქართველო, თბილისი - 12:55 | 12.09.2016 ნანახია: 2154
დიმიტრი ხუნდაძე არის საოცრად პროფესიონალი და „ქართული ოცნების“ ღირსეული წევრია, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ დიმიტრი ხუნდაძე მისი ფავორიტია.
მისივე თქმით, დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკაში მისი თხოვნით მოვიდა და ძალიან სწრაფად განვითარდა ამ სფეროში.
„კიდევ ერთხელ, თუ გვისმენენ მცხეთიდან - დიმიტრი ხუნდაძე არის ჩემი საყვარელი კაცი, ძალიან საოცარი პროფესიონალი, კარგად მოვიდა პოლიტიკაში, მაგარი მეომარი კაცია, ის არის „ქართული ოცნების“ ღირსეული წევრი და მას უნდა დავუჭიროთ მხარი. მცხეთაში რამდენჯერმე ვერ მოვახერხეთ კანდიდატის შერჩევა, ვისზეც გავაკეთეთ აქცენტი ჩაგვეშალა, მერე მეორე, მესამე და სულ მეხმარებოდა ამ პროცესში, რაღაც დროს დავრჩით ასე, აღარ გვყავდა კანდიდატი. ასე შევხედე დიმიტრის, ხომ არ წახვალ მეთქი. რას ამბობს ბატონო ბიძინა, არასდროს პოლიტიკაზე არ მიფიქრიაო. აი, ასეთი კაცია, ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა პოლიტიკაში. ძალიან სწრაფად გადაეწყო, ნიჭიერი კაცია. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით ჟურნალისტებთან შეხვედრას, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. არ დაგიმალავთ, კამერას რომ დავინახავდი, შაქარი მიწევდა, იმდენად მერიდებოდა. ასეთი იყო დიმიტრი ხუნდაძეც, ძალიან მოწესრიგებული პიროვნება, ძალიან წესიერი კაცი. გამოვიდა ისე, რომ ჩოჩელს დაუყენებია დამოუკიდებელ კანდიდატად მცხეთაში კანდიდატურა და მე ის გუნდის წევრად დავასახელე. ავურიე გოჩა ენუქიძეში, გოჩა ენუქიძე გახლავთ იმ ჯგუფიდან, არის მაჟორიტარობის კანდიდატი. მე მას შევხვედრივარ, ძალიან სიმპათიური კაცია, ასეთი გადაცდომა მომივიდა და ამის გასწორება მომინდა”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















