თბილისის 103 საბავშვო ბაგა-ბაღში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 13:16 | 15.09.2016 ნანახია: 3077
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად, №112 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. დედაქალაქის მერმა ბაღის შენობა დაათვალიერა და აღსაზრდელების მშობლებსა და ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.
დავით ნარმანიას თქმით, ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით ხვდებიან.
„დღეს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ბაღები განახლებული გარემოთი და გაუმჯობესებული მენიუთი ხვდებიან. პირობები მნიშვნელოვნად მოწესრიგდა ჩვენი პატარებისთვის, რაც მათ ძალიან უხარიათ. ბავშვებს ჩვენ კიდევ უფრო გავახარებთ და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, კიდევ სამ ახალ ბაღს გავხსნით. ამას გარდა, შემოდგომაზე ექვსი ახალი ბაღის მშენებლობასაც დავიწყებთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საბავშვო ბაღებში პატარებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეთ,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მერიის ინფორმაციით, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე №112 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ 68 ბაღიდან, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. აღნიშნულ ბაღში 7 ჯგუფი, დერეფნები და სველი წერტილები გარემონტდა. ასევე, შეკეთდა შენობის ფასადი, ეზოში დაეგო ასფალტის საფარი და მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედანი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში, თბილისის 103 საბავშვო ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ: 35 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები; 8 საბავშვო ბაგა-ბაღში აღდგა შენობების დაზიანებული ფასადები. 6 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა დაზიანებული სახურავების აღდგენა-შეკეთება. 13 საბავშვო ბაგა-ბაღში გარემონტდა სველი წერტილები და სამზარეულოები. 2 საბავშვო ბაგა-ბაღს ჩაუტარდა სრული აღდგენა-გამაგრების სამუშაოები; 68 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სათამაშო ჯგუფების, საძინებლების, დარბაზებისა და ადმინისტრაციული ოთახების რემონტს. 16 საბავშვო ბაგა-ბაღში კი მიმდინარეობს ძველი ღობეების დემონტაჟი და ახალი ღობეების მოწყობა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















