სოფლის მეურნეობის სამინისტროში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველო, თბილისი - 14:39 | 15.09.2016 ნანახია: 1630
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 24-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
სამეთვალყურეო ჯგუფის თავმჯდომარემ, ნოდარ კერესელიძემ ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოკლედ შეაჯამა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სამოქმედო გეგმის ამოცანები, მიზნები და პრიორიტეტები გააცნო.
ნოდარ კერესელიძემ ვეტერინარიის განვითარებისთვის, ვეტერინარულ განათლებასა და კერძო ვეტერინარული სამსახურების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო ვეტერინარული სექტორის გაძლიერების მიზნით მომავალი წლიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელდება იგეგმება, რასთან დაკავშირებითაც გადადგმულია რიგი პრაქტიკული ნაბიჯებისა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ბრუცელოზის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის გადამწყვეტი როლი სწორედ კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ენიჭება. ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზი გაუსვა სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრების შედეგიანობას და მადლობა გადაუხადა ყველა წევრს, განსაკუთრებით კი - საერთაშორისო ექსპერტებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრაქტიკულად სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტია. სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებმა სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების, სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (GRDD/GIPA) და კერძო ვეტერინარული სექტორის წარმომადგენლები.
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიის დარგის და უვნებელი სურსათისწარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაცსოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















