დავით ბერძენიშვილი: საერთოდ არაადექვატური იყო ივანიშვილის გამოსვლები
საქართველო, თბილისი - 17:02 | 15.09.2016 ნანახია: 2672
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ეთერის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ვურეკავდი და არ მიპასუხა, სათქმელი არ ჰქონდა არაფერი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
“თუ რესპუბლიკელები ასეთი ცუდები ვიყავით 2014 წელს, როცა პრეზიდენტის სასახლიდან გამოშვებას არ დავუჭირეთ მხარი, 2015 წელს რატომ მიიღო ჩვენი შეთავაზება და რატომ დანიშნა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად. ეს ლოგიკასთან მწყრალად არის, საერთოდ არაადექვატური იყო ივანიშვილის გამოსვლები. 2011 წელს, როცა ივანიშვილმა კოალიციაში მიგვიწვია მისი გამოსვლები იყო გაცილებით ადეკვატური და კვალიფიციური, ვიდრე 2016 წელს, სოფელ-სოფელ, კუნჭულ-კუნჭულ მოსიარულე აგიტატორი ქართული ოცნების დამცრობილი შემადგენლობის" - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილმა, პრემიერის თანამდებობაზე დავით უსუფაშვილის კანდიდატურის განხილვაზეც გააკეთა განმარტება.
მისი თქმით, იმდენჯერ იყო შეთავაზება ივანიშვილის მიერ პრემიერობაზე, რომ ასეთი ტყუილის თქმა ივანიშვილის მხრიდან ღიმილის მომგვრელია.
"იმდენჯერ და ისეთ ფორმატებში შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრობა, ამაზე უარის თქმა ივანიშვილის მხრიდან ღიმილის მომგვრელი და არაადეკვატურია.4 თავმჯდომარე შევხდით მას "რესპუბლიკური პარტიის" - ივლიანე ხაინდრავა, დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე და მე. ივლიანე ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილს სთავაზობდა მთავრობაში დაბრუნებას პრემიერ-მინისტრად, ჩვენ ვთავაზობდით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ მაინც. უამრავჯერ განხილულა ეს საკითხი, "რესპუბლიკური პარტიის" შიდა წრეებშიც 2015 წელს, ხომ არის გიგლა აგულაშვილი ახლა ოცნების მთავრობაში, ჰკითხონ გიგლას იღებდა თუ არა ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობას. ეს ტყუილი რაც ბიძინა ივანიშვილმა იკადრა მეტყველებს, რომ ამოუცნობია და არაადეკვატურად ქცეული პოლიტიკად წასული ადამიანის ქმედებები" - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















