საჯარო სექტორში შიდა აუდიტორთა პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების კურსი დაიწყო
საქართველო, თბილისი - 12:00 | 22.09.2015 ნანახია: 273422 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ტრენინგი სახელმწიფო სექტორში (ფინანსთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები) შიდა აუდიტის დეპარტამენტში დასაქმებული პირებისთვის.
ტრენინგი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ გახსნეს.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთის ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმაზე, კერძოდ, შიდა აუდიტორების პროფესიულ განვითარებაზე, ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო და არაერთი კურსი შესთავაზა შიდა აუდიტორებს. თუმცა მნიშვნელოვანია თავად კოლეგა სამინისტროების აქტიურობაც. ამ კუთხით ფინანსთა სამინისტრო მიესალმება თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას, იზრუნოს სამინისტროში შიდა აუდიტის სისტემის გაძლიერებასა და აუდიტორთა პროფესიულ განვითარებაზე. საჯარო სექტორში ძლიერი შიდა აუდიტის ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს როგორც დაწესებულების კონტროლის სისტემის გაძლიერებას, ისე რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და მათი პროდუქტიულობის ამაღლებას.
ტრენინგი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებებში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურის ჩამოყალიბებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ რეფორმას შეესაბამება. აღნიშნული ტრენინგები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორებიცაა შესყიდვების, ადამიანური რესურსების მართვის, თაღლითობის და ინფორმაციული მენეჯმენტის აუდიტი. სწავლება ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მისი ორგანიზატორები არიან ბრიტანეთის საელჩო სქართველოში და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP). სწავლებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შერჩეული ტრენერი უხელმძღვანელებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















