პრეზიდენტი სტუდენტებს მიმართავს: აუცილებლად მიდით არჩევნებზე!
საქართველო, თბილისი - 14:04 | 19.09.2016 ნანახია: 1523
საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, ახალი სასწავლო წელი მიულოცა, მათ მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე ესაუბრა და საპარლამენტოარჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
„მიხარია, რომ ამ მშვენიერ უნივერსიტეტში თქვენთან ერთად ვარ დღეს. თითქოს თქვენთან ერთად ვიწყებ რაღაც ახალ ეტაპს, რადგან ცოდნის, შემეცნების და თუნდაც, ცოდნის გაცემისპერიოდი ძალიან საინტერესო, ინტენსიური და ხშირად სტრესულიცაა.
თქვენ გადადგით ეს ნაბიჯი - მიაღწიეთ, გაიმარჯვეთ, გახდით სტუდენტები და ამავე დროს ბევრ პირველკურსელს ახლა პირველად ეძლევა შესაძლებლობა გახდეს ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქედა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის ფორმირებაში, სახელმწიფოს შექმნის პროცესში.
სახელმწიფო ეს არ არის უბრალოდ რაღაც სტრუქტურა.
როგორ იფუნქციონირებს სახელმწიფო სტრუქტურები, რამდენად კვალიფიციურად იმუშავებს ისინი, რამდენად სწორი მიმართულებით განვითარდება ქვეყანა - ამ შინაარსს მასში დებენ ისადამიანები, ვინც თქვენ უნდა აირჩიოთ და ვინც თქვენ უნდა დანიშნოთ მნიშვნელოვან ადგილებზე, იმ თანამდებობებზე, რომლებიც განაპირობებენ შემდეგ ჩემი, თქვენი, თქვენი ახლობლების, ჩვენიშვილების, ჩვენი მომავლის განვითარებას. ეს დღეს თითოეული თქვენთაგანისათვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა - თქვენ გახდით სტუდენტები და ამავე დროს, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობახმა მისცეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში.
მე პირადად მინდა გთხოვოთ, ყველა პირველკურსელს, ვისთვისაც ეს პირველი, მოქალაქეობრივი გამოცდაა, რომ ჩააგდოთ ეს გამოცდა - აუცილებლად თქვენი მოქალაქეობრივი ვალი შეასრულეთდა მიდით არჩევნებზე.
მე არ გეტყვით ვის უნდა მისცეთ ხმა, არც პოლიტიკურ ლიდერზე მიგითითებთ, არც პარტიაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გააკეთოთ არჩევანი.
მე ვიცი, არსებობს გარკვეული ნიჰილიზმიც, ცოტა ცხვირაწეული საუბარი პოლიტიკაზე. ეს საუბარი არასწორია და პირველ რიგში, ეს ცინიზმი დაცლილი, ფუტურო და შინაარსგამოცლილია,რადგან შეუძლებელია შენ არ შეასრულო შენი მთავარი მოვალეობა და მთავარი დანიშნულება, რაც გაქვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და არ გქონდეს იმედი, არა რომელიმე პოლიტიკოსის,არამედ შენი ქვეყნის.
შეუძლებელია, რომ ერთი წამითაც კი, უკან გადგე და თქვა, რომ მე ეს არ მაინტერესებს. შეუძლებელია, იმიტომ, რომ აი ამ მომენტში შენ კარგავ იმას, რაც ღმერთმა, შენმა წინაპრებმა და შენმა, აქქართველად დაბადებამ მოგცა. მოგცა უფლება, რომ ეს ქვეყანა შენ შექმნა, მოგცა უფლება, რომ ამ ქვეყნის სადავეები გეპყრას შენ ხელში. ეს არ მოსულა შემთხვევით.
25 წლის წინ, როდესაც ვიყავი 18 წლის, მე არ მქონია შესაძლებლობა ამერჩია ჩემი ქვეყნის ხელისუფლება და მთავრობა.
სწორედ ჩემმა და ჩემზე უფროსმა თაობამ შეძლო ის, რომ დღეს მე მაქვს ბედნიერება ვთქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე, მთელი თავის პრობლემებით, რაც ამანმოგვიტანა.
იმ სირთულეებით რაც გვაქვს, სულ რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპანტის ჯარი, ეს არის ბირთვული სახელმწიფო და ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის იმის განცდა, რომ ჩვენისამშობლოს გარკვეული ტერიტორიები სხვის ხელშია, დროებით, მაგრამ სხვის ხელშია.
ეს იყო 25 წლის წინ. მაგრამ 25 წლის შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა და თავისუფალი ქვეყანა ნიშნავს და გულისხმობს, იმას რომ ეს არის ქვეყანა დასაზოგადოება შექმნილი თავისუფალი ადამიანების მიერ.
თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ საზოგადოებებს და თავისუფალი საზოგადოებები ქმნიან თავისუფალ პოლიტიკურ სისტემას.
ამ ნაწილში თქვენი როლი არ შეიძლება არ შეფასდეს და არ დაფასდეს.
მაგრამ ამავე დროს, თქვენ გაქვთ ვალდებულება-ვალდებულება იყოთ მოქალაქეები, ვალდებულება გჯეროდეთ, რომ თქვენია ეს ქვეყანა და თქვენ მართავთ ამ ქვეყანას და ამ მართვისპროცესსში თქვენ უნდა იყოთ აქტიურები, მიხვიდეთ 8 ოქტომბერს არჩევნებზე და მისცეთ ხმა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ან პოლიტიკოსს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ტენდენცია, რომელიც სამწუხაროდ, წლის დასაწყისში იყო, როდესაც ჩვენ ვუყურებდით ვითარებას, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე არ მიდიოდა არჩევნებზე. ჩვენ ყველაერთად შევძლებთ დავძლიოთ ეს ტენდენცია და დავძლევთ ისე, რომ ძლიერ, პოლიტიკურ მანდატს მივცემთ მომავალ დეპუტატებს, მივცემთ მათ უფლებას ისაუბრონ ხალხის სახელით დადავაკისრებთ სერიოზულ ვალდებულებას ემსახურონ საზოგადოებას, თავიანთ ხალხს და სამშობლოს.
მე მჯერა, რომ ეს იქნება პარლამენტი, რომელიც რეალურად იმას შექმნის რაც ვართ ქართველები. ქართველები არასდროს ვმღეროდით ერთ ხმაში, ჩვენ ყოველთვის მრავალხმიანი სიმღერითგანსაკუთრებულ ჰარმონიას ვქმნიდით, სადაც არსებობს განსხვავებული ტონალობები, მაგრამ არსებობს ერთიანი ემოცია, რომელსაც მე ნამდვილად ვხედავ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერებისსამსახურში.
ამიტომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება თქვენს მიერ შემოხაზული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის, ვინც იქნება პარლამენტში ამ მრავალხმოვანებაშიიღებდეს მონაწილეობას და მრავალი სხვადასხვა, სამშობლოზე ნათქვამი სიმღერითა და სიტყვით აძლიერებდეს ჩვენს ქვეყანას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ საოცარი დღეები გელით წინ და გთხოვთ, პირველ რიგში, პირველკურსელებს, ისევე როგორც ყველას, აუცილებლად შეასრულეთ თქვენიმოქალაქეობრივი ვალი და მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის ხელისუფლების ფორმირებაში, მიიღეთ მონაწილეობა 8 ოქტომბრის არჩევნებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთანსაუბრისას.
საქართველოს უნივერსიტეტების პირველკურსელებს საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის მისალოცი წერილი გაუგზავნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. ასეთი წერილი დღეს გორის უნივერსიტეტის პირველკუტსელებმაც მიიღეს.
პრეზიდენტმა უნივერსიტეტში მოწყობილი სპორტული კუთხეც დაათვალიერა, სადაც ქვემო ქართლის რეგიონის სპორტსმენების ფოტოები და უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სხვადასხვასაუნივერსიტეტო სპორტულ ასპარეზობებზე მიღებული ჯილდოებია გამოფენილი.
პრეზიდენტს უნივერსიტეტში ოლიმპიური ჩემპიონები ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილიც დახვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდამასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ცენტრი. პრეზიდენტის ინიციატივით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა იაკობ გოგებაშვილის სახელობისსტიპენდია და გორის უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციების ლაბორატორია მოეწყო.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















