ქართული სამხედრო ავიაცია 24 წლის გახდა
საქართველო, თბილისი - 19:21 | 19.09.2016 ნანახია: 2807
ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე ქართული სამხედრო ავიაციის 24-ე წლის იუბილე აღინიშნა. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის იუბილე მიულოცა და ყურადღება საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებაზე გაამახვილა: „გულითადად გილოცავთ დღევანდელ იუბილეს. მე აქ ვისმენდი თქვენ ისტორიას, მოვისმინე სახელები და გვარები იმ გმირებისა, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის თავი გაწირეს. ამიტომ ეს მოგონება, მათი სახელების ჩამოთვლა ამ სახელების გახსენებას კი არა, იმ დიდი ისტორიის გახსენებას უკავშირდება რა ისტორიასაც თქვენი დანაყოფი ატარებს, იმ ვაჟკაცობას უკავშირდება, იმ ქვეყნისადმი ერთგულებას უკავშირდება, რომლითაც თქვენ გამოირჩევით. ამიტომ ამ სახელების გახსენება არის თქვენი, ჩვენი განმტკიცება იმ სამსახურისთვის, რასაც სამშობლოსათვის სამსახური ქვია. დარწმუნებული ვარ თქვენ, თქვენი სამსახურით მუდამ დარჩებით ერთგული მათი პატივის და მათი სახელების წინაშე.
ჩვენ მომავალში დიდი პასუხისმგებლობის და გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საჰაერო თავდაცვის კომპონენტი გახლავთ. იცით, რომ ახლო წარსულში სტუმრად გვყავდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი და ჩვენ ვგეგმავთ საფრანგეთთან ერთად იმ ხელშეკრულების განხორციელებას, რაც უკავშირდება საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ მომავალში ბევრი საქმეები გველოდება წინ, რადგან ჩვენი საჰაერო სივრცე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაცულობის, სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, იყოს ღირსეულად დაცული თქვენნაირ პროფესიონალებთან ერთად, შესაბამისი, ადეკვატური ტექნიკის არსებობის პირობებში. მე დიდ იმედს ვამყარებ თქვენზე, რომ ეს ამბიციური კონტრაქტი, ეს სისტემა სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა ქართველ მფრინავებს სამხედრო ავიაციის პროფესიული დღე მიულოცა და ის გმირები გაიხსენა, რომლებმაც ქართული ავიაციის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს: „მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს უკვე 24-ედ ავღნიშნავთ საჰაერო ძალების დღეს და მეამაყება, რომ უკვე 24-ედ ვხვდებით, როგორც დამოუკიდებელი საჰაერო ძალები. ამ მოკლე ისტორიის განმავლობაში საჰაერო ძალებმა საკმაოდ რთული გზა განვლო და ყოველთვის იდგა საჰაერო სივრცის სადარაჯოზე. ჩვენ გვყავს ეროვნული გმირი, ზურაბ იარაჯული, დიდი ქართველი-ამერიკელი კონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ საჰაერო ძალებს აქვს მომავალი. ამ მომავალის წარმატებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და საქართველოსთვის ყველამ ერთად უნდა ვიზურუნოთ იმ გეგმების და ხედვების განვითარებაზე, რომელიც უფრო ძლიერს და ბრძოლისუნარიანს გახდის საჰაერო ძალებს. აქ მოწვეულნი არიან საჰაერო ძალების ყოფილი სარდლები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს საჰაერო ძლების განვითარებაში, მე მინდა მათ ყველს მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის. ასევე მინდა გავიხსენო სარდლები, რომლებმაც გმირულად დადეს თავი სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში“ - აღნიშნა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა.
ღონისიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
1992 წლის 19 სექტემბერს ქართული ავიაციის ქვედანაყოფი პირველად აღიჭურვა საავიაციო-საბრძოლო ტექნიკით. სამხედრო მფრინავებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ ორი ერთეული სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით პირველი გაფრენა განახორციელეს. სწორედ ამიტომ დაწესდა 19 სექტემბერს ქართული სამხედრო ავიციის პროფესიული დღე.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















