ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
საქართველო, თბილისი - 18:56 | 19.06.2026 ნანახია: 39
საქართველო–ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დინამიკას იძენს. დასრულდა მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი ისრაელის ქნესეთის წევრის, დოქტორ აკრამ ჰასონის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იერუსალიმში დაგეგმილი საქართველო–ისრაელის ბიზნესფორუმის ორგანიზება იყო. “ისრაელის სახლი” ქნესეთის წევრს სახალხო დიპლომატიის ფარგლებში მასპინძლობდა.
დოქტორ ჰასონის განცხადებით, ფორუმი ისრაელის ბიზნესწრეებს მოუწოდებს, საქართველოში ინვესტიციები კიდევ უფრო გააძლიერონ. მისი თქმით, ინვესტიციების ახალი ტალღა დაეფუძნება იმ წარმატებულ გამოცდილებას, რომელიც უკვე აქვთ საქართველოში მოქმედ ისრაელელ ინვესტორებს, ასევე იმ მხარდაჭერას, რომელსაც ახალი ბიზნესპროექტები მიიღებენ.
Wyndham Hotels & Resorts-ის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ
იერუსალიმში დაგეგმილი ბიზნესფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ისრაელის კომპანიების თანამშრომლობა Wyndham Hotels & Resorts-თან — მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმრო ქსელთან. ეს თანამშრომლობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან გარანტიად განიხილება.
საქართველო–ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, “ისრაელის სახლის” დამფუძნებელმა იციკ მოშემ, Wyndham-ის ხელმძღვანელებს წარუდგინა 15 ახალი სასტუმროსა და აპარტ-სასტუმროს პროექტი იმ ქვეყნებში, სადაც „ისრაელის სახლი“ საქმიანობს. წარმოდგენილი პროექტების დაახლოებით 50% საქართველოში ხორციელდება, მათგან 2 კი ქართული ღვინის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას — „ბადაგონს“ ეკუთვნის.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია „არტ რეჯისტრი კოლექშენის“ (Art Registry Collection) პროექტმა — უნიკალურმა 7-ვარსკვლავიანმა სასტუმრო კომპლექსმა, რომელიც ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. პროექტი გამოირჩევა როგორც ადგილმდებარეობით, ისე არქიტექტურული კონცეფციით. მრავალწლიანი სამუშაოების, შეთანხმებებისა და შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ, პროექტი საბოლოო ეტაპზე გადავიდა და მშენებლობის გაგრძელებისთვის მზად არის ზაფხულის ბოლოდან.
„ისრაელის სახლში“ გამართულ შეხვედრას Wyndham Hotels & Resorts-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები — დიმიტრის მანიკისი (EMEA რეგიონის პრეზიდენტი) და სერგეი ეგოროვი (ისრაელის, აღმოსავლეთ ევროპის, საქართველოს, ცენტრალური აზიისა და დსთ-ის ქვეყნების განვითარების ხელმძღვანელი) ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ Wyndham-ის მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და დეველოპერებზე მორგებულ სისტემად მიიჩნევა.
ტურიზმის მზარდი პოტენციალი
საქართველოსა და ისრაელს შორის ტურისტული კავშირები გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მუშაობის შედეგად, საქართველოს მთავრობის თხოვნით და ისრაელის მთავრობის ჩართულობით, და ყოველწლიურად ძლიერდება. ბოლო მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი საშუალოდ 30%-ით იზრდება, რაც სასტუმრო და ტურისტულ ინდუსტრიას განსაკუთრებით მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად აქცევს.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისრაელიდან საქართველოში ტურიზმის აღორძინებაში, ამ პროცესში ჩართულ სამთავრობო და ინსტიტუციურ ორგანოებთან ერთად, ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციაა. მისი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 500 000-ს გადააჭარბებს, ხოლო მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში 700 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.
საქართველო–ისრაელის ბიზნესპალატა, რომელმაც ისრაელიდან საქართველოში ტურიზმის აღორძინებაში შეიტანა უდიდესი წვლილი, პროგნოზირებს, რომ 2026 წელს ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 500 ათასს გადააჭარბებს, ხოლო მათი ეკონომიკური კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში 700 მილიონ დოლარს მიაღწევს.
ტურიზმის განვითარების პროცესს დამატებით აძლიერებს ევროპის ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ასოციაცია (AEPJ), რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ახორციელებს ებრაული მემკვიდრეობის საერთაშორისო ტურისტულ მარშრუტებს. საქართველოში ამ მიმართულების კოორდინაციას „ისრაელის სახლი“ უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს ებრაული და ბიბლიური ტურიზმის განვითარების კუთხით.
„ბადაგონი“ — ღვინიდან ტურიზმსა და უძრავ ქონებამდე
ქართული ღვინის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ბადაგონი“ აქტიურად აფართოებს საქმიანობას ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში.
ალავერდში, ისტორიული ტაძრის მიმდებარედ, კომპანიის მიერ განვითარებული Alaverdi Resort უკვე იქცა ბრენდის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად. სასტუმრო კომპლექსი ორგანულად ერწყმის ალავერდის კულტურულ და ბუნებრივ გარემოს, რის გამოც საერთაშორისო ინვესტორებისა და ტურისტული სექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა.
ამ ინტერესის კიდევ ერთი დასტურია ის ფაქტი, რომ Wyndham Hotels & Resorts-მა Alaverdi Resort საკუთარი გლობალური ქსელის შემადგენლობაში ჩართვისთვის შეარჩია.
პარალელურად, „ბადაგონი“ ფონიჭალაში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს Wyndham Residence Tbilisi Gate ავითარებს, რომელშიც ისრაელელი ინვესტორების კაპიტალიც იქნება. ეს იქნება, თანამედროვე საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. ალავერდისა და ფონიჭალის პროექტების საერთო საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 100 მილიონ დოლარს აღწევს.
ფონიჭალის პროექტის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ ის მდებარეობს საერთაშორისო დეველოპერული გიგანტის, EMAAR-ის მიერ დაგეგმილი მასშტაბური საინვესტიციო ზონების სიახლოვეს. EMAAR თბილისისა და გონიოს მიმართულებით მრავალმილიარდიან პროექტებს ახორციელებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 6.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
პროექტების საერთაშორისო პოპულარიზაციას აქტიურად უწყობს ხელს Israel–Georgia Chamber of Business, რომელიც უახლოეს პერიოდში ორივე სასტუმროს იერუსალიმის ბიზნესფორუმზე ოფიციალურად წარადგენს. ასევე განიხილება თანამშრომლობა ჩინურ კომპანია Leapmotor-თან მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
Wyndham Grand Batumi Gonio – ახალი სიმბოლო შავი ზღვის სანაპიროზე
16 ივნისს ქართულ–ისრაელურმა ჰოლდინგმა European Village-მა საზოგადოებას ახალი პროექტი — Wyndham Grand Batumi Gonio / Sky Castle წარუდგინა.
პროექტი აჭარის სანაპიროზე შუასაუკუნეების ციხესიმაგრის არქიტექტურული სტილის მიხედვით აშენდება და „Instagram Hotel-Monument“-ის კონცეფციას დაეფუძნება. მისი მიზანია, ერთდროულად გახდეს როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ისე თანამედროვე მაღალი კლასის სასტუმრო.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ Wyndham Grand Batumi Gonio საქართველოში პირველი სრულფასოვანი All Inclusive სასტუმრო იქნება, რაც ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე სრულიად ახალ პროდუქტს შექმნის.
სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ისრაელი პირველი იყო 90-იან წლებში+ სადაც კერძო ინვესტიციები ლიდერობდა. საქართველოსა და ისრაელს შორის მიმდინარე ინიციატივები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არსებობს ტურიზმის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, სტუმარმასპინძლობისა და ინვესტიციების მიმართულებით. დაწყებული პროექტები ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს როგორც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას, ისე საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან განვითარებას.
ბოლო 7 წლიანი მსოფლიო კრიზისის შემდეგ, მომავალი საქართველო–ისრაელის ბიზნესფორუმი კი შესაძლოა იქცეს იმ პლატფორმად, რომელიც ამ თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს და მრავალ ახალ საინვესტიციო პროექტს დაუდებს საფუძველს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















