თიბისი ბანკის მხარდაჭერით „არტვილა გარიყულაში" „ფესტინოვა 16" გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 10:56 | 20.09.2016 ნანახია: 1776
თიბისი ბანკის მხარდაჭერით, სოფელ გარიყულაში, (კასპის რაიონი) „არტვილა გარიყულაში" ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი - „ფესტინოვა 16" გაიხსნა.
„მომავალი მეხსიერება" - წლევანდელი ფესტივალის თემაა, რომლის ირგვლივ ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანდნენ.„ფესტინოვა 16-ზე" ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ შექმნილი 11 ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიადგანსხვავებულ ფორმატშია შესრულებული. წელს ფესტივალზე პირველი გერმანული კონცეპტუალური პავილიონიც გაიხსნა.
ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი სოფელ გარიყულაში 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვანებისთვის საერთაშორისო პლატფორმის შექმნა და კულტურული ურთიერთობების გაღვივებაა. „ფესტინოვა 16" წელს დამთვალიერებელს სამი კვირის განმავლობაში, 8 ოქტომბრამდე ელოდება.
თიბისი ბანკი უკვე მეოთხე წელია „ფესტინოვას" პარტნიორი და მხარდამჭერია. წელს ბანკის ინიციატივით, სოფელ გარიყულაში „არტვილა გარიყულას" შენობის ერთი ნაწილის, კერძოდ კოშკის განახლება-რესტავრაცია იგეგმება. სარესტავრაციო სამუშაოებს სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული ფრანგი რესტავრატორი, შარლ ანრი კორადელო გაუძღვება. სამუშაო პროცესში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებიც ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავონ.
ბოლგარსკების სასახლე („არტ ვილა გარიყულა") 1885 წელს სამოქალაქო ინჟინერმა, ვასილ ბოლგარსკიმ საკუთარი პროექტით ააშენა და მას არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. შენობის ყველაზე სახასიათო ელემენტი კოშკია, რომელიც თავდაპირველად სანათურის ფუნქციას ასრულებდა და ის სოფლის სხვადასხვა ადგილიდან მოჩანდა. კოშკის ხის დეტალები მთლიანად არის შესაცვლელი და შესაბამისობაშია მოსაყვანი მის პირვანდელ იერსახესთან. აშენებიდან დღემდე შენობას არ ჩასტარებია სისტემური რესტავრაცია.
თიბისი ბანკის მხარდაჭერით კოშკი ორ წელიწადში დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და ის საზეიმოდ გაიხსნება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















