ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას აკეთებს
საქართველო, თბილისი - 16:30 | 20.09.2016 ნანახია: 1513
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აკეთებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციის შემუშავების დროისათვის აქციის მონაწილეთა საჩივრებზე მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა, მიგვაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში სახალხო დამცველს, თავი უნდა შეეკავებინა მსგავსი რეკომენდაციის მიღებისაგან. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის (საქმე №3/755-16) განჩინებით არ დაკმაყოფილდა გოდერძი ტყეშელაშვილის მოთხოვნა, აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული რექტორის - არჩილ ფრანგიშვილისათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. მეტიც, აღნიშნული განჩინება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თავისივე განცხადებით უკან გაიხმო, შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (საქმის №330310116001235576 (3ბ/431-16)). ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარი და გასაკვირია სახალხო დამცველის რეკომენდაციის შინაარსი. ამასთან, სახალხო დამცველს რეკომენდაციის შემუშავების დროს უნივერსიტეტისგან არ გამოუთხოვია მასალები და უნივერსიტეტი არ ჩაურთავს საკითხის შესწავლის მიზნით გამართულ წარმოებაში. რეკომენდაცია არის ცალმხრივად შესწავლილ საკითხზე დაყრდნობით შემუშავებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სცილდება „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლებს („სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლი).
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით (საქმის #3/1110-16) დაუშვებლად იქნა ცნობილი აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზაალ მიქაძის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრის ზედიზედ მე-3 ვადით არჩევას. სასარჩელო განცხადების დაუშვებლად ცნობა განპირობებული იქნა იმ გარემოებით, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნას არ გააჩნდა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, დღევანდელი აქციის მონაწილეთა ქმედება ემსახურება უნივერსიტეტში დესტაბილიზაციის შექმნასა და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ამდენად, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება უნივერსიტეტის საქმიანობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, შიმშილობის აქცია დაიწყო სამმა ადამიანმა, რომელთაგან ერთი პროფესორია, ერთი უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელია და ერთიც, როგორც თავად აცხადებენ უნივერსიტეტის სტუდენტი. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა გადადგეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. მსგავსი მოთხოვნით ამა წლის აპრილშიც ტარდებოდა უნივერსიტეტში აქციები, რაც სრული კრახით დამთავრდა. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს 20 ათსზე მეტი სტუდენტი და ლექციებს კითხულობს 1000-ზე მეტი პროფესორი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















