თბილისში კიდევ ერთი სკვერი კეთილმოეწყო
საქართველო, თბილისი - 12:10 | 21.09.2016 ნანახია: 1886
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად წერეთლის გამზირის N78-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი გახსნა. სკვერი „დიდუბობის“ ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა, რომელიც დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით დღეს აღინიშნება.
„ჩვენს ქალაქს წერეთლის გამზირზე შეემატა კიდევ ერთი კომფორტული სკვერი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია თავისი დეკორაციებითა და დენდროლოგიით იმ უამრავ სკვერს შორის, რომელთა რეაბილიტაცია მერიამ წელს განახორციელა. კეთილმოწყობის სამუშაოებზე 120 000 ლარი დაიხარჯა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. მათ ამ მყუდრო და კეთილმოწყობილ სკვერში სრულფასოვანი დასვენებისა და სკვერში განთავსებული „მცირე ბიბლიოთეკის“ საშუალებით კითხვის საშუალებაც აქვთ“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.
სკვერის სრული რეკონსტრუქცია მერიის ინიციატივით მიმდინარე პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ერთი კვირის წინ დაასრულა.
რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა თანამედროვე საბაღე ფურნიტურა და განათების სისტემა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ნიადაგს გაუკეთდა სხვადასხვა ფერის მულჩირება. რეაბილიტირებულ სკვერში საბავშვო გასართობი და სავარჯიშო ზონები მოეწყო, სადაც ატრაქციონები და ტრენაჟორები განთავსდა.ტერიტორია ბუჩქებითა და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. სკვერში მოეწყო დეკორატიული საფეხმავლო ხიდი და ჭადრაკის დაფა, ასევე, განთავსდა სხვადასხვა ფრინველისა და ცხოველის დეკორატიული ფიგურები.
კეთილმოწყობილ სკვერში განთავსდა “მცირებიბლიოთეკა” წარწერით – “დააბრუნეანშეცვალე“. ვიზიტორებს შეუძლიათ, სკვერში დასვენების დროს უფასოდ წაიკითხონ წიგნები ან სახლში წაიღონ და სანაცვლოდ სხვა წიგნი დააბრუნონ.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















