ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 15:37 | 26.09.2016 ნანახია: 1617
26 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისს ეწვია და იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტისმიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობის აღსანიშნავად, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
მთლიანობაში, ქუთაისში სამი სტადიონი ორ ადგილზე აშენდება და ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი.მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სარაგბო გუნდების „აიას" და „ბაგრატის" მოთამაშეები, პატარამორაგბეები და ახალგაზრდა ფეხბურთელები დაესწრნენ.
2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობის პროცესსსლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro" გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშიხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ,,Autokomodex Trnava spol.sro"-ს ხელმძღვანელებმა: დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივიპროგრამის" ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობას დაიწყებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და2017 წლის მაისში დასრულდება.
პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონიაშენდება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოსახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილეგუნდების სავარჯიშოდ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















