700-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფი იტბორება - როგორ ცხოვრობენ დევნილები?!
საქართველო, თბილისი - 17:18 | 27.09.2016 ნანახია: 1654
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ”აფხაზეთმა” მედიის წარმომადგენლები ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში ჩასახლებულ დევნილებს შეახვედრა. დევნილებმა ჟურნალისტებს მათ ახალ საცხოვრებლებში არსებულ პრობლემებზე უამბეს.
როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის, „აფხაზეთის“ წარმომადგენელმა, სოფო ლაგვილავამ განუცხადა, მედია ტურის მიზანია, რომ ჟურნალისტები გაეცნონ დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებს.
ჟურნალისტების პირველი მარშრუტი ქუთაისში იყო. იქ მცხოვრები დევნილები მოითხოვენ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მეტი ყურადღება დაუთმონ მათ პრობლემებს, რადგან როგორც ერთ-ერთმა ქალბატონმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, პრობლემის მოგვარება მხოლოდ შესახლებაში არ მდგომარეობს.
მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლებაზე, გაუმართავ კანალიზაციის სისტემაზე, სარდაფებში წყლის დაგროვებასა და საცხოვრებელი სახლების უხარისხო გადახურვაზე საუბრობს.
დაბზარული კედლები, იატაკიდან ამოხეთქილი წყალი, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, მიტოვებული სახლი და ოჯახი, რომელსაც ქირით გადასვლა მოუწია. აი, ასეთი სიტუაცია სუფევს ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან.
ქუთაისის ყოფილ სამხედრო ლიცეუმში კი, 2008 წლიდან კოდორიდან დევნილი 71 ოჯახი ცხოვრობს. მათ საცხოვრებელ კორპუსს დანგრეული შენობის ნარჩენები ესაზღვრება, რის გამოც დევნილები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა ნანგრევებიდან გამოსულ ქვეწარმავალს ამ კორპუსის ბინადარი დაუგესლავს. როგორც იქ მცხოვრები დევნილები ამბობენ, მათ დახმარებისთვის ქუთაისის მერიას მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.
ზუგდიდში ჩასახლებული 320 ოჯახი დევნილი თითქოს, ერთი შეხედვით კარგ პირობებში ცხოვრობს, თუმცა, მათ ბევრი პრობლემა აწუხებთ. ადგილობრივების თქმით, წყალი რომელიც მათ ონკანში მიედინება, დასალევად უვარგისია, რადგან მას ფეკალური მასა უერთდება, რის გამოც მოწამვლის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა. არ გააჩნიათ საბავშვო ბაღი და 120-მდე ბავშვი ბაღში ვერ დადის, 40 ბავშვს კი 3 კილომეტრის სიშორეზე უწევს სიარული.
ბათუმში ჩასახლებული დევნილებიც ერთი შეხედვით კარგ პირობებში არიან, თუმცა, მათაც აქვთ სირთულეები. 700-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფში კანალიზაციის მილი ჟონავს და იტბორება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















