თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ნამუშევრები აღდგება
საქართველო, თბილისი - 10:33 | 29.09.2016 ნანახია: 1924საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ნამუშევრების აღდგენის პროექტი იწყება.
პროექტი ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევრის: „შოთა რუსთაველისა" და „თამარ მეფის" სრულ რესტავრაციას გულისხმობს. ნამუშევრები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაშია დაცული.
დღეს ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში ეს ნამუშევრები რამდენიმე საათით განთავსდა, შემოწმდა მათი მდგომარეობა და გადაიგზავნა ეროვნულ მუზეუმში, სადაც შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები, ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი, მათ რესტავრაციას ჩაუტარებენ.
მუზეუმს სტუმრობდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე.
რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, რესტავრირებული ორივე ნამუშევარი თიბისი გალერეაში, მირზაანის ფონდში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება.
შოთა რუსთაველი და თამარ მეფე ფიროსმანისთვის, როგორც ჩანს, საყვარელი თემაა. მათი პორტრეტები ნიკო ფიროსმანს რამდენჯერმე აქვს შესრულებული და ისინი სხვადასხვა კოლექციებში ინახება.
სარესტავრაციო პორტრეტების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი 1948 წლიდან ინახებოდა ფილოლოგის, იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში. 1989 წელს ოჯახმა ეს ნამუშვრები გადასცა „ხალხთა მეგობრობის მუზეუმს", საიდანაც შემდეგ უკვე მოხვდა ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმში. ამ დროიდან ნამუშევრები მუზეუმის კოლექციაში ინახება.
ნახატების მდგომარეობა შესწავლილია. მზადაა სარესტავრაციო პროექტიც. სპეციალისტების თქმით, მანამდე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო ნახატებს მრავალმხრივ დამუშავება ესაჭიროება. რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება.
„აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია შოთა რუსთაველის წლად. სიმბოლურად, სწორედ ამ წელს დავამთხვიეთ 'შოთა რუსთაველისა" და მასთან ერთად „თამარ მეფის" - ამ ორი უნიკალური ნამუშევრის აღდგენის ინიციატივაც და ვფიქრობთ, ეს კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის კარგი მაგალითია,"- განაცხადა თიბისი ბანკის მედიაკომუნიკაციების დირექტორმა, თამარ კირვალიძემ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















