ზაალ უდუმაშვილი: განჩინება, რომელიც წაიკითხა ურთმელიძემ სხვა შენობაშია დაწერილი, სხვა ადამიანის მიერ
საქართველო, თბილისი - 17:40 | 19.10.2015 ნანახია: 2337
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, სასამართლო შენობის ეზოში შეფასებები გაკეთდა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა.
მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს რუსთავი 2-ის იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ. არხის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ დღეს წაკითხული განჩიება მისი დაწერილი არ არის.
"მას შემდეგ, რაც ურთმელიძემ განაცხადა, რომ დედა მისი ოჯახის წევრი არ არის, სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი და უკვე ვიცოდი, რომ არც ერთი ჩვენი გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდებოდა. ეს განჩინება, რომელიც წაიკითხა ურთმელიძემ და რომელსაც ალბათ წაიკითხავს საბოლოო გადაწყვეტილების სახით, სულ სხვა შენობაშია დაწერილი, სულ სხვა ადამიანის მიერ. შესაბამისად, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პირდაპირი ომი გამოცხადებული თავისუფალი მედიის მიმართ, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალურად ურთმელიძემ თავისი დღევანდელი გადაწყვეტილებებით, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.
"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ეს არ ნიშნავს არაფრის დასასრულს. ეს არის ბრძოლის დასაწყისი, ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ რუსთავი 2-ის გამარჯვებით," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლე ურთმელიძემ დღესვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ.
პოლიტიკა
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















