გიორგი მარგველაშვილი: წადი არჩევნებზე, განსაზღვრე შენი ქვეყნის მომავალი!
საქართველო, თბილისი - 14:25 | 04.10.2016 ნანახია: 1699
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახლციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესში არჩევნების, ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობას და სამოქალაქო ვალდებულებებს ეხებოდა.
პრეზიდენტს უნივერსიტეტში სასწავლებლის რექტორმა მერაბ ბერიძემ უმასპინძლა და ის პროექტები მიმოიხილა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.
2014 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან „ურთიერთთანამშრომლობის შესახებ'' მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა უნივერსიტეტის ახალქალაქის აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსების ინტერნეტიზაცია, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და დაწესდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდია, მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობის პროექტი. ჯამში უნივერსიტეტმა 95 000 ლარის დაფინანსება მიიღო.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას, წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტის აქტიურობას და მისი ინიციატივით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს არჩევნებზე მისვლისკენ და მათი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნები ქვეყნის განვითარების შესაძლებლობის მიმცემი პროცესია, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მოქალაქეების პირდაპირი ვალდებულებაა.
,,მე არ მოგიწოდებთ, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ან პარტიას მისცეთ ხმა, ამ პროცესში ყველაზე უმთავრესი, თქვენი მონაწილეობაა, რომელიც ჩვენს სამშობლოს მიზნისკენ სწრაფვის შესაძლებლობას მისცემს.
თქვენი არჩევანი დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა კი ჩვენი წინა თაობების მონაპოვარია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს უფლება. არჩევნებში მონაწილეობის პროცესში ხორციელდება დემოკრატია და იწყებს მუშაობას დემოკრატიული სახელმწიფო",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მოსახლეობა სჯის საკუთარ თავს და საკუთარ სამშობლოს, საკუთარ თავს ართმევს დემოკრატიული, პოლიტიკური პროცესების მართვის უფლებას.
საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიხედვით ჩამოაყალიბონ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი და არჩევნებზე გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღონ.
,,მე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად გავითვალისწინებ პარტიის საგარეო კურსს, მის ეკონომიკურ პროგრამას და სასამართლო რეფორმისადმი მის დამოკიდებულებას. ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში გადასახლდნენ რეგიონებში, იცხოვრონ სოფლებში, გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს და გაითვალისწინონ საზოგადოების დაკვეთა.
უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული კონკურსის ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი" გამარჯვებული სამცხე-ჯავახეთის გუნდი, ახალციხის მე-6 საჯარო სკოლიდან, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















