„თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და კამერული დასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება
საქართველო, თბილისი - 17:12 | 04.10.2016 ნანახია: 2089
5 და 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და კამერული დასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. საღამოზე ასევე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე “დოვინ-დოვენ-დოვლი…”
თბილისის მერიამ 2016 წელს მარიამ ალექსიძის ხელმღვანელობით დააფუძნა თანამედროვე ბალეტის კამერული დასი `თბილისის თანამედროვე ბალეტი~, რომელსაც სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა. „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პირველი თანამედროვე ბალეტის კამერული დასია საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, ახალბედა კამერული დასი, ერთი მხრივ შეინარჩუნებს გიორგი ალექსიძის მრავალფეროვან და მდიდარ ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობას, მეორე მხრივ კი გახდება პლატფორმა ახალგაზრდა ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეებისათვის. სპექტაკლების დადგმა იქცევა ცოცხალ შემოქმედებით პროცესად, ერთგვარ ლაბორატორიად, რომელშიც ჩაერთვებიან კომპოზიტორები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, დრამატურგები, მწერლები, სხვადასხვა თეატრალური ტექნოლოგიების არტისტები და შექმნიან ქართულ, თანამედროვე ცეკვის თეატრის პროდუქციას.
დასი მიზნად ისახავს აგრეთვე დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროექტებს თბილისსა და რეგიონებში. თანამედროვე ბალეტის პროფესიულად დაუფლებისთვის დასის ბაზაზე საქართველოში დაფუძნდება პირველი სასწავლებელი, რომელიც მოდერნ-ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის სხვადასხვა მიმდინარეობასა თუ ტექნიკას დანერგავს და განავითარებს.
გიორგი ალექსიძის, უკანასკნელი დადგმა, მინიატიურა გალაკტიონის ლექსზე “მთაწმინდის მთვარე”, მარიამ ალექსიძის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის ბიძგი გახდა ქორეოგრაფიაში. გალაკტიონის პოეზიაზე სპექტაკლის დადგმის გიორგი ალექსიძის ჩანაფიქრი დაასრულა და 2009 წელს, მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე თანამედროვე ბალეტი „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ წარმოადგინა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს პირველი ქორეოგრაფიული დადგმა, განახლებული ფორმით, გახდება ახლად დაფუძნებული გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასისთვისაც პირველი.
სპექტაკლში გამოყენებულია: გალაკტიონის ლექსი “მთაწმინდის მთვარე” (ავტორისეული ჩანაწერი) კლოდ დებიუსის “მთვარის შუქი”; გუსტავ მალერის ადაჟიო IX სიმფონიიდან; ალბან ბერგის ვარიაციები “ლულუ-სიუიტიდან”.
სპექტაკლის იდეის ავტორი და “მთაწმინდის მთვარის” ქორეოგრაფი - გიორგი ალექსიძე
დამდგმელი ქორეოგრაფი _ მარიამ ალექსიძე
დამდგმელი რეჟისორი _ გელა კანდელაკი
მუსიკალური კონსულტანტი – თეიმურაზ ბაკურაძე
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის მსახიობები:
ნინო გოგუა (წამყვანი სოლისტი), ნათია ბუნტური (წამყვანი სოლისტი), მარიამ დარჩია (ბალეტის სოლისტი), ანარ მიქაილოვი (ბალეტის სოლისტი), ინტიგამ მამედოვი (ბალეტის სოლისტი), მარიამ ქოიავა, ნატალია კუკულაძე, თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი
მოწვეული სოლისტები:
დავით ანანიაშვილი (თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი) ვასილ ახმეტელი (მაკედონიის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი)
მინიატიურას „მთაწმინდის მთვარე“ ასრულებს მარიამ ალექსიძე
ლექსებს კითხულობენ:
ზაზა ლებანიძე, ზაზა პაპუაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, გივი შაჰნაზარი, ვახტანგ ჯავახაძე, დავით წერედიანი, აკაკი ხინთიბიძე.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















