შსს-ში ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 10:50 | 05.10.2016 ნანახია: 1641შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო. საუკეთესო დასავლური გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - ერთობლივი ოპერაციების ცენტრი - ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც შს სამინისტროს ყველა სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს.
მაღალტექნოლოგიური ცენტრი შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ეს იყო ძალიან ამბიციური პროექტი, თუმცა პრემიერ-მინისტრის, ჩემი გუნდის მხარდაჭერით, მსურს, სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ეს შევძელით! ეს არის 21-ე საუკუნის პოლიცია. მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა. თუმცა, ჩვენ მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. იგი იმით არის უნიკალური, რომ მულტიფუნქციურია და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს: უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას. ეს ნოვაცია საშუალებას მოგვცემს, რეალურ დროში მოხდეს დანაშაულზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაზრდის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი“, - განაცხადა ცენტრის გახსნაზე შს მინისტრმა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ცენტრის შექმნა რეალურ დროში მოახდენს დანაშაულის კონტროლის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას; დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირების და ავტომობილების, მიტოვებული და საეჭვო ნივთების დაფიქსირებასა და აღმოჩენას; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ქვეყანაში მომხდარი ინციდენტების და მათზე განხორციელებული რეაგირების ღონისძიებების მონიტორინგს და საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციულ ანალიზს; კრიზისულ სიტუაციებში და მასშტაბური ღონისძიებების დროს სამინისტროს დანაყოფების ერთიან მართვას.
აღსანიშნავია, რომ ლონდონში, აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, დანაშაულის მაჩვენებელი 4-5 წელიწადში 416,000-დან 121,770-მდე შემცირდა. ნიუ-იორკში - 2014 წლის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ძალადობრივმა დანაშაულმა (მოსახლეობის ნახევარმილიონიანი ზრდის მიუხედავად) - 9,5%-ით იკლო, ჩიკაგოში - 26%-ით, ხოლო ესპანეთში დანაშაულის მაჩვენებელი 10-15%-ით შემცირდა.
მაღალი ტექნოლოგიებისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გამოყენებით, საქართველო ჩაერთვება უსაფრთხოების ერთიან გლობალურ სისტემაში, გახდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოკავშირე ტერორიზმის, ნარკოტიკებისა და ადამიანით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ცენტრის გახსნასთან ერთად, შს სამინისტრო საქართველოს სამ ქალაქში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმის საპილოტე პროექტის განხორციელებას იწყებს. ამ პროექტმა უნდა ჩაანაცვლოს სტატისტიკაზე დაფუძნებული მიდგომა, ხოლო პოლიცია დანაშაულის შედეგებთან მებრძოლი ძალიდან დანაშაულის მიზეზების აღმოფხვრაზე მომუშავე ძალად გარდაიქმნება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















