თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 10:28 | 13.10.2016 ნანახია: 1739
თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს სიურპრიზებით სავსე სეზონი ელით. მათ, ვინც 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე თიბისი ბანკის ციფრული სერვისებით ისარგებლებენ, აქვთ უნიკალური შანსი, ახალი წლის ღამეს სუპერპრიზი - ბინა გუდაურში და ტური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით მოიგონ. მანამდე კი სამი თვის განმავლობაში, მომენტალურ გათამაშებაში 220 000 პრიზი გათამაშდება. მათ შორის ფულადი პრიზები (5000ლ, 500ლ, 100ლ, 50ლ, 20ლ, 10ლ, 5ლ) და სუპერპრიზის ბილეთები (10, 5, 2 ბილეთი).
წელს ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშებაში სიახლეა. მომხმარებლები პრიზების მოგებას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ და გამარჯვებულები, მათ შორის სუპერ პრიზის მფლობელები, ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან.
გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ის მომხმარებლები, რომლებიც ინტერნეტ და მობაილბანკით ნებისმიერ ტრანზაქციას განახორციელებენ, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებიან. რაც უფრო მეტ ტრანზაქციას განახორციელებენ ისინი ან შეიძენენ სხვადასხვა სახის პროდუქტს ინტერენტ და მობაილბანკით, უფრო მეტი შანსი აქვთ მოიგონ მომენტალური ფულადი პრიზები, დააგროვონ სუპერპრიზის გათამაშების ბილეთები და გახდნენ სუპერპრიზის მფლობელები.
მობაილბანკით სარგებლობისას, სუპერპრიზის გათამაშების ბილეთების რაოდენობა ორმაგდება:
ინტერნეტბანკით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციით, მომხმარებელი აგროვებს სუპერპრიზის გათამაშების 1 ბილეთს, ხოლო მობაილბანკით იმავე ტრანზაქციის განხორციელებისას 2 ბილეთს.
ინტერნეტბანკით შეძენილი ნებისმიერი 1 პროდუქტით მომხმარებელი 10 ბილეთს აგროვებს, მობაილბანკით იმავე პროდუქტის შეძენისას კი - 20-ს.
სუპერპრიზების - ბინა გუდაურში და ტური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით მფლობელები 31 დეკემბერს, 20:16 წუთზე გამოვლინდებიან.
სუპერპრიზის გათამაშების გამარჯვებულებს თიბისი ბანკის წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდება, გამარჯვებულების ვინაობა გამოქვეყნდება ბანკის ვებგვერდზეც. რაც შეეხება მომენტალურ გათამაშებებს, ფულადი პრიზებისა და ბილეთების მოგების შემთხვევაში, მომხმარებელი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს და მოგებული ფულადი პრიზი ავტომატურად ჩაირიცხება მის საბანკო ანგარიშზე.
ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გათამაშების ვებგვერდზე: www.raffle.ge
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















