დავით ხუციშვილმა ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 18:06 | 18.10.2016 ნანახია: 1557
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2016 წლის 18 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა. მინისტერიალი ევროკავშირის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზების პროექტის (HDM) ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული ბაზრების განვითარებას და ჰარმონიზაციის ხელშეწყობას.
პროექტი 2014 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში HDM პროექტის კოორდინატორს წარმოადგენს პროექტის სხვადასხვა მიმართულებებში (ელექტრონული ჯანდაცვა, ინოვაციები, ელკომერცია, ელექტრონული იდენტიფიკაცია და სანდო მომსახურებები, საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოება, ელექტრონული უნარები, სატელეკომუნიკაციო რეგულაციები და ა.შ.). პროექტში საქართველოდან ასევე აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა უწყებები საკუთარი კომპეტენციების მიხედვით.
ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები მონაწილეობდნენ. მინისტერიალი გახსნეს ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებმა - გიუნტერ ოეტინგერმა, იოჰანეს ჰანმა და რობერო ვიოლამ.
მინისტერიალის მსვლელობის დროს, თავის გამოსვლაში დავით ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა HDM პროექტის მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში და ისაუბრა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.
მინისტერიალის ბოლოს მონაწილეებმა მზაობა გამოხატეს ციფრული ბაზრების ჰარმონიზების საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხებზე და მიიღეს კონცეფცია, რომელშიც ასახულია აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელი შემდგომი ქმედებები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















