კალეში მიგრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 23.10.2016
ნანახია: 1545

ფრანგულ კალეში მიგრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ლტოლვილთა ბანაკის, ე.წ. ჯუნგლების დემონტაჟი ხვალიდან დაიწყება, რასაც ბანაკის მცხოვრებლები აპროტესტებენ. დაპირისპერება მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. მიგრანტებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, სამართალდამცავებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე