რუსთავში 112-ის ცენტრი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:19 | 25.10.2016 ნანახია: 1681
რუსთავში, 112-ის ახალი ოფისი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. მინისტრის თქმით, 112-ის რუსთავის ცენტრის მიზანია, თბილისის 112-ის განტვირთვა და დაზღვევა.
„დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის. ჩვენ უკვე გავხსენით ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. დღეს რუსთავში მუშაობას იწყებს გადაუდებელი მართვის ოპერატიული ცენტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ შსს-მ 112 კიდევ უფრო ძლიერდება. 112-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, ის არის დამაკავშირებელი ხიდი, ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ მოქალაქესა და საგანგებო სამაშველო სამსახურებს შორის. შსს-ს ეს დანაყოფი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს. მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის უაღღესად მნიშვნელოვანია. ცენტრის მიზანი თბილისის 112-ის განტვირთვა და მისი დაზღვევა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით,ორივე ცენტრი პარალელურ რეჟიმში იმუშავებს და ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებს ზარებს 24 საათის განმავლობაში.
„საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის და ამ კუთხით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შსს მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული. 112-ის საქმიანობა, სწორედ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მცირე დროში შევძელით შეგვექმნა ახალი პროექტები, ეს არის მობილური აპლიკაცია eCall ჯორჯია და პროგრამა საპატრულო ეკოპაჟებისთვის. მსოფლიოში საქართველო მეექვსე ქვეყანაა, რომელმაც 2015 წელს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სმს და ვიდეზარის სერვისი დანერგა “, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















