სამართლიანი არჩევნები პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
საქართველო, თბილისი - 12:49 | 31.10.2016 ნანახია: 1886
სამართლიანი არჩევნები 50 საარჩევნო ოლქში პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია საარჩევნო პროცესს 50ოვე მაჟორიტარულ ოლქში აკვირდებოდა. მათი რაოდენობა 700-მდე დამკვირვებლისგან შედგებოდა.
მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, სამართლიანი არჩევნების დაკვირვების შედეგად, ხმის დათვლის პროცესში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევებს, მათ შორის, ზოგ უბანზე - ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობის შეუსაბამობას, შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსება-გადასწორების ცალკეულ შემთხვევებს, ბიულეტენების ფარულობის დარღვევის მასშტაბურ შემთხვევას ერთ საარჩევნო უბანზე.
ამ ეტაპისთვის, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ორგანიზაციას დაყენებული აქვს საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის და ერთი საარჩევნო უბნის ბათილობის საკითხი.
"ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე მიღებული მონაცემებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენდა ცალკეულ საყურადღებო შემთხვევებს, თუმცა, მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და ვერ მოახდენდა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის ზეგავლენას,"-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 37.6% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9 %) შეადგინა, რაც პირველ ტურთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 8 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა 52.9% (ცდომილების ზღვარი +/- 0.9%) იყო.
საარჩევნო უბნების 99.8%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად ახლოს არის პირველი ტურის მონაცემთან (97.9%).
ხმის დათვლის პროცესში, არცერთ საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება პირველი ტურის მონაცემისგან (99.9%).
საარჩევნო უბნების 0.7%-ზე ხმების დათვლისას უბანზე მყოფ დამკვირვებლებს არ მიეცათ თითოეულ ბიულეტენში ასახული ინფორმაციის დანახვის შესაძლებლობა.
საარჩევნო უბნების 89.2%-ზე იმყოფებოდნენ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ხოლო უბნების 79.9%-ზე - ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. არჩევნების პირველ ტურზე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნების 89.1%-ზე, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები - 87.6%ზე.
სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები კი ასეთია:
მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქი
- #41 თამაზ ნავერიანი -ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 72.27%
- #5 აკმამედ იმამკულიევი -ნაციონალური მოძრაობა - 27.73%
ახალციხე-ადიგენის #44 მაჟორიტარული ოლქი
- #41 გიორგი კოპაძე-ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 69.83%
- #5 ვაჟა ჩიტაშვილი -ნაციონალური მოძრაობა - 30.17%
ქუთაისის #49 მაჟორიტარული ოლქი
- #41 კობა ნარჩემაშვილი -ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 67.33%
- #5 გიორგი წერეთელი -ნაციონალური მოძრაობა- 32.67%
ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქი
- #41 ედიშერ თოლორაია -ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 71.09%
- #5 სანდრა ელისაბედ რულოვსი -ნაციონალური მოძრაობა- 28.91 %
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















